პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

მუხლი 13¹. პესტიციდების რეგისტრაციისთვის წარდგენილი მონაცემების დაცვა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სარეგისტრაციო ორგანო ვალდებულია რეგისტრანტის მიერ პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების) რეგისტრაციისთვის პირველად წარდგენილი მონაცემები წარდგენის დღიდან შეინახოს საიდუმლოდ და დაიცვას არაკეთილსინდისიერი კომერციული გამოყენებისაგან.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების რეგისტრაციის მსურველი პირის სასარგებლოდ გამოყენება დაუშვებელია, თუ წარდგენილი არ იქნება პირველი რეგისტრანტის ოფიციალური თანხმობა აღნიშნული მონაცემების გამოყენებაზე („წვდომის წერილი“).

3.მონაცემების დაცვის პერიოდი საქართველოს ტერიტორიაზე შეადგენს 10 წელს პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების) პირველი რეგისტრაციის თარიღიდან.

4.პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების) პირველი რეგისტრაციისათვის, აგრეთვე პესტიციდების გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილების შესატანად აუცილებელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარედგინოს ცდის ან კვლევის ანგარიში შემდგომ მის სხვა მცენარეული კულტურების მიმართ გამოსაყენებლად.

5.ცდის ან კვლევის ანგარიში უნდა აკმაყოფილებდეს კარგი ლაბორატორიული პრაქტიკის ან კარგი ექსპერიმენტული პრაქტიკის პრინციპებს.

6.ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) კარგი ლაბორატორიული პრაქტიკა გულისხმობს მაღალი ხარისხის სისტემას, რომელიც ეხება ორგანიზაციულ პროცესს და პირობებს, რომელთა ფარგლებშიც ხდება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაკლინიკური კვლევების დაგეგმვა, ჩატარება და მონიტორინგი, ჩანაწერების გაკეთება და დაარქივება, ანგარიშის მომზადება და შემოწმება ქიმიურ ნივთიერებებზე ცდებთან დაკავშირებით; ბ) კარგი ექსპერიმენტული პრაქტიკა მოიცავს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) №181 და №152 სახელმძღვანელოებით გათვალისწინებულ პრინციპებს; გ) პესტიციდი მხოლოდ მცენარეთა დაცვის საშუალებებს მოიცავს. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1921 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სარეგისტრაციო ორგანო ვალდებულია რეგისტრანტის მიერ პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების) რეგისტრაციისთვის პირველად წარდგენილი მონაცემები წარდგენის დღიდან შეინახოს საიდუმლოდ და დაიცვას არაკეთილსინდისიერი კომერციული გამოყენებისაგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების რეგისტრაციის მსურველი პირის სასარგებლოდ გამოყენება დაუშვებელია, თუ წარდგენილი არ იქნება პირველი რეგისტრანტის ოფიციალური თანხმობა აღნიშნული მონაცემების გამოყენებაზე („წვდომის წერილი“). 3. მონაცემების დაცვის პერიოდი საქართველოს ტერიტორიაზე შეადგენს 10 წელს პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების) პირველი რეგისტრაციის თარიღიდან. 4. პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების) პირველი რეგისტრაციისათვის, აგრეთვე პესტიციდების გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილების შესატანად აუცილებელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარედგინოს ცდის ან კვლევის ანგარიში შემდგომ მის სხვა მცენარეული კულტურების მიმართ გამოსაყენებლად. 5. ცდის ან კვლევის ანგარიში უნდა აკმაყოფილებდეს კარგი ლაბორატორიული პრაქტიკის ან კარგი ექსპერიმენტული პრაქტიკის პრინციპებს. 6. ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) კარგი ლაბორატორიული პრაქტიკა გულისხმობს მაღალი ხარისხის სისტემას, რომელიც ეხება ორგანიზაციულ პროცესს და პირობებს, რომელთა ფარგლებშიც ხდება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაკლინიკური კვლევების დაგეგმვა, ჩატარება და მონიტორინგი, ჩანაწერების გაკეთება და დაარქივება, ანგარიშის მომზადება და შემოწმება ქიმიურ ნივთიერებებზე ცდებთან დაკავშირებით; ბ) კარგი ექსპერიმენტული პრაქტიკა მოიცავს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) №181 და №152 სახელმძღვანელოებით გათვალისწინებულ პრინციპებს; გ) პესტიციდი მხოლოდ მცენარეთა დაცვის საშუალებებს მოიცავს. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1921 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 11 იან. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 დეკ. 1998 – 11 იან. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
129104¹11¹¹42210¹4918³353413¹
მნიშვნელობით ახლოსპესტიციდებისა და აგროქ…ოფიციალური სტატისტიკის…სურსათის/ცხოველის საკვ…წამლისა და ფარმაცევტულ…ცხოველთა და მცენარეთა …ადამიანის ორგანოთა გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა