Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებმუხლი 12

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

მუხლი 12. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018
თემები:მედიკამენტების რეგულირებაალკოჰოლი და თამბაქოჯანდაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ ის პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებიც სარეგისტრაციო გამოცდის პროცესში დადებითად შეფასდა. „ FAO “ -ს საერთაშორისო ჰარმონიზაციის პრინციპების შესაბამისად დგინდება საერთო სტანდარტი „ რისკი/სარგებელი “ , რომლის თანახმად პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეგისტრაციისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სარგებელი და მისი გამოყენებით გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგები.

2.სახელმწიფო რეგისტრაციის ვადას ადგენს სარეგისტრაციო ორგანო . პესტიციდის მოქმედი ნივთიერების რეგისტრაციის ვადა , როგორც წესი , განისაზღვრება 10 წლით , ხოლო მისგან წარმოებული პროდუქტის – 5 წლით . სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება პესტიციდების განმეორებითი რეგისტრაცია .

3.ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს რეგისტრაციის შემოკლებული ვადა – 3 წელი , თუ წარმოდგენილია რეგლამენტაციის არასრული მონაცემების პაკეტი , წარმოიშვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა , მოსალოდნელია პესტიციდების მიმოქცევიდან ამოღება , წარმოების შეწყვეტა .

4.რეგისტრაცია შეიძლება ვადამდე შეიზღუდოს ან შეწყდეს, თუ მიღებულია პესტიციდების ან აგროქიმიკატების საშიშროების შესახებ ახალი მონაცემები, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი. შეზღუდვის შესახებ ცნობებს სარეგისტრაციო ორგანო მიუთითებს ყოველწლიური სიის დამატებებში. გატარებული საკონტროლო ღონისძიებების შესახებ შეტყობინებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესით უგზავნის სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებს.

5.განაცხადი რეგისტრაციაზე შეიძლება წარადგინოს: ა) შემმუშავებელმა; ბ) დამამზადებელმა; გ) ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელიც ახორციელებს პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეალიზაციას.

6.პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრანტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის წარადგინონ: ა) ცნობები განმცხადებლის შესახებ; ბ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის დასახელება; გ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობის შესახებ; დ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების სფეროსა და მისი ეფექტურობის შესახებ; ე) მონაცემები პესტიციდით ან აგროქიმიკატით ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოსა და ბუნებრივი ბალანსისათვის შესაძლო ზიანის მიყენების შესახებ; ვ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის ლიკვიდაციის ან ნეიტრალიზაციის ხერხების შესახებ; ზ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების ინსტრუქცია; თ) მონაცემები მარკირებისა და შეფუთვის სახის შესახებ; ი) მონაცემები ანალიზის იმ მეთოდების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საიმედოდ განისაზღვროს პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობა და ნარჩენი რაოდენობა ; კ ) ინფორმაცია მოწამვლის შემთხვევაში პირველადი საექიმო დახმარების შესახებ .

7.თუ გამოცდა აჩვენებს, რომ პესტიციდი და აგროქიმიკატი შეესაბამება მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნებს და გამოირჩევა ეფექტურობით, არ ეწინააღმდეგება ადამიანის, მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პრინციპებს, არ ახდენს ბუნების ბალანსზე მავნე ზეგავლენას, რომლის აღმოფხვრა არსებული მეცნიერული დონის გათვალისწინებით შეუძლებელია, ისინი გატარდებიან სახელმწიფო რეგისტრაციაში.

8.სარეგისტრაციო ორგანო ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ .

9.პესტიციდი ან აგროქიმიკატი, რომლის მოხმარება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე (სოფლის, სატყეო და კომუნალურ მეურნეობებში, სამკურნალო მცენარეებზე და ეთერზეთოვან კულტურებზე), შეაქვთ სახელმწიფო კატალოგში, რომელიც მოიცავს მათი გამოყენების რეგლამენტებს (სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ცხოველების მიხედვით), ჰიგიენურ ნორმატივებს და გარემოსდაცვით ნორმებს.

10.საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგს აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

11.რეგისტრაციას არ ექვემდებარება პესტიციდი და აგროქიმიკატი , რომლებიც შემოტანილია სამეცნიერო - კვლევითი მიზნებისათვის ან / და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროების შემთხვევაში .

12.სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ ინახება სარეგისტრაციო ორგანოში . საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 წ . , მუხ . 460 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ . , მუხ . 55 საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1694 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ ის პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებიც სარეგისტრაციო გამოცდის პროცესში დადებითად შეფასდა. „ FAO “ -ს საერთაშორისო ჰარმონიზაციის პრინციპების შესაბამისად დგინდება საერთო სტანდარტი „ რისკი/სარგებელი “ , რომლის თანახმად პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეგისტრაციისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სარგებელი და მისი გამოყენებით გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგები. 2. სახელმწიფო რეგისტრაციის ვადას ადგენს სარეგისტრაციო ორგანო . პესტიციდის მოქმედი ნივთიერების რეგისტრაციის ვადა , როგორც წესი , განისაზღვრება 10 წლით , ხოლო მისგან წარმოებული პროდუქტის – 5 წლით . სარეგისტრაციო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება პესტიციდების განმეორებითი რეგისტრაცია . 3. ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს რეგისტრაციის შემოკლებული ვადა – 3 წელი , თუ წარმოდგენილია რეგლამენტაციის არასრული მონაცემების პაკეტი , წარმოიშვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა , მოსალოდნელია პესტიციდების მიმოქცევიდან ამოღება , წარმოების შეწყვეტა . 4. რეგისტრაცია შეიძლება ვადამდე შეიზღუდოს ან შეწყდეს, თუ მიღებულია პესტიციდების ან აგროქიმიკატების საშიშროების შესახებ ახალი მონაცემები, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი. შეზღუდვის შესახებ ცნობებს სარეგისტრაციო ორგანო მიუთითებს ყოველწლიური სიის დამატებებში. გატარებული საკონტროლო ღონისძიებების შესახებ შეტყობინებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესით უგზავნის სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებს. 5. განაცხადი რეგისტრაციაზე შეიძლება წარადგინოს: ა) შემმუშავებელმა; ბ) დამამზადებელმა; გ) ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელიც ახორციელებს პესტიციდის ან აგროქიმიკატის რეალიზაციას. 6. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრანტები ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის წარადგინონ: ა) ცნობები განმცხადებლის შესახებ; ბ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის დასახელება; გ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობის შესახებ; დ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების სფეროსა და მისი ეფექტურობის შესახებ; ე) მონაცემები პესტიციდით ან აგროქიმიკატით ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოსა და ბუნებრივი ბალანსისათვის შესაძლო ზიანის მიყენების შესახებ; ვ) მონაცემები პესტიციდის ან აგროქიმიკატის ლიკვიდაციის ან ნეიტრალიზაციის ხერხების შესახებ; ზ) პესტიციდის ან აგროქიმიკატის გამოყენების ინსტრუქცია; თ) მონაცემები მარკირებისა და შეფუთვის სახის შესახებ; ი) მონაცემები ანალიზის იმ მეთოდების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საიმედოდ განისაზღვროს პესტიციდის ან აგროქიმიკატის შემადგენლობა და ნარჩენი რაოდენობა ; კ ) ინფორმაცია მოწამვლის შემთხვევაში პირველადი საექიმო დახმარების შესახებ . 7. თუ გამოცდა აჩვენებს, რომ პესტიციდი და აგროქიმიკატი შეესაბამება მეცნიერების თანამედროვე მოთხოვნებს და გამოირჩევა ეფექტურობით, არ ეწინააღმდეგება ადამიანის, მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პრინციპებს, არ ახდენს ბუნების ბალანსზე მავნე ზეგავლენას, რომლის აღმოფხვრა არსებული მეცნიერული დონის გათვალისწინებით შეუძლებელია, ისინი გატარდებიან სახელმწიფო რეგისტრაციაში. 8. სარეგისტრაციო ორგანო ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას რეგისტრირებული პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ . 9. პესტიციდი ან აგროქიმიკატი, რომლის მოხმარება ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე (სოფლის, სატყეო და კომუნალურ მეურნეობებში, სამკურნალო მცენარეებზე და ეთერზეთოვან კულტურებზე), შეაქვთ სახელმწიფო კატალოგში, რომელიც მოიცავს მათი გამოყენების რეგლამენტებს (სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ცხოველების მიხედვით), ჰიგიენურ ნორმატივებს და გარემოსდაცვით ნორმებს. 10. საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგს აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 11. რეგისტრაციას არ ექვემდებარება პესტიციდი და აგროქიმიკატი , რომლებიც შემოტანილია სამეცნიერო - კვლევითი მიზნებისათვის ან / და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროების შემთხვევაში . 12. სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ ინახება სარეგისტრაციო ორგანოში . საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრი ს კანონი № 2581 - სსმ I, №59 , 31.12.2005 წ . , მუხ . 460 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ . , მუხ . 55 საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1694 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 14 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 დეკ. 2017

    მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის შეტყობინების გამგზავნი და მე-10 პუნქტში კატალოგის წამყვანი ორგანო არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

  2. 12 იან. 2007

    მე-6 პუნქტს დაემატა „კ“ ქვეპუნქტი მოწამვლისას პირველადი საექიმო დახმარების ინფორმაციის შესახებ; მე-4 პუნქტში შეტყობინების გამგზავნი სამინისტრო დასახელდა როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო პირველ პუნქტში შესწორდა გრამატიკული ფორმა.

  3. 31 დეკ. 2005

    მე-2, მე-8 და მე-10 პუნქტებში შეიცვალა ორგანოთა მითითებები და კატალოგის ფორმულირება; მე-11 პუნქტში რეგისტრაციის გამონაკლისები ახლებურად განისაზღვრა, ხოლო მე-12 პუნქტი ახლა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის შენახვას ეხება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ორგანული სერტიფიკაციასერვისის გვერდი
  • სამედიცინო მოწყობილობების რეგისტრაცია (ჯანდაცვის სამინისტრო)სერვისის გვერდი
  • წამლის რეგისტრაციასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 5 ივლ. 2018 · №12

  • 3 ცვლილება · ბოლო 14 დეკ. 2017
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

  • 8პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდა , ექსპერტიზა , რეგისტრაცია და კოორდინირება
  • 10პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა
  • 9სარეგისტრაციო ორგანოს ამოცანები და უფლებამოსილებანი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 49პესტიციდისა და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაცია
  • 50ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა
  • 48ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაცია

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 11¹¹ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი
  • 11⁷ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 20სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 9 (დანართი 1)სააგენტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ
  • 4 (დანართი 1)რეგისტრაციის ზოგადი მოთხოვნები

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 11რეგისტრაციის ზოგადი საფუძვლები და დამატებითი პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20810911¹¹11⁷114950489 (და…4 (და…12
მნიშვნელობით ახლოსპესტიციდებისა და აგროქ…სურსათის/ცხოველის საკვ…წამლისა და ფარმაცევტულ…სასაქონლო ნიშნების შეს…ნარჩენების შეგროვების,…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 5 ივლ. 2018 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026