პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ

მუხლი 10. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 5 ივლ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში ახალი პესტიციდი ( მოქმედი ნივთიერება ) , გამონაკლისის გარდა , და აგროქიმიკატი , საჭიროების შემთხვევაში , რომლებსაც ადგენს სარეგისტრაციო ორგანო , რეგისტრაციამდე ექვემდებარება სარეგისტრაციო გამოცდებს , რომელთა შედეგები წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს . ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ რეგისტრირებული პესტიციდი / აგროქიმიკატი საქართველოში რეგისტრაციისათვის არ საჭიროებს სარეგისტრაციო გამოცდებს .

2.პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანობის გამოცდას და შეფასებას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები .

3.სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე .

4.სარეგისტრაციო გამოცდები მოიცავს : ა ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ბიოლოგიურ , სასოფლო - სამეურნეო და ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენასა და მათი გამოყენების რეგლამენტების შემუშავებას ; ბ ) ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შეფასებას , ჰიგიენური ნორმატივების , სანიტარიული ნორმებისა და წესების შემუშავებას ; გ ) გამოყენების რეგლამენტების ეკოლოგიურ შეფასებას .

5.ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციაზე , ვალდებულია უფასოდ წარმოადგინოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშები .

6.სარეგისტრაციო გამოცდების დროს მკვლევრები ვალდებული არიან მინიმუმამდე დაიყვანონ ცხოველებზე ექსპერიმენტები .

7.პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეკოლოგიურ და ჰიგიენურ - ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები .

8.პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ექსპერტიზის წესს განსაზღვრავს სარეგისტრაციო ორგანო .

9.ექსპერტიზის ვადები არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს .

10.პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდის და ექსპერტიზის შედეგები წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს , რომელიც წყვეტს საკითხს მათი რეგისტრაციაში გატარების შესახებ და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ერთი თვის ვადაში .

11.ფიზიკურ ან იურიდიულ პირს , რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების რეგისტრაციაზე , აგრეთვე მათ შემმუშავებლებს , უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპერტიზაში .

12.საექსპერტო დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

13.თუ სარეგისტრაციო გამოცდების მონაცემები ადასტურებენ პესტიციდის ან აგროქიმიკატის ადამიანისათვის ან გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებების გამოვლენას , სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია არ გაატაროს ისინი რეგისტრაციაში .

14.სავალდებულოა, მოპოვებული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის და საკონტროლო ღონისძიებების შესახებ გაეგზავნოს FAO-ს, რისთვისაც პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55 საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1694 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოში ახალი პესტიციდი ( მოქმედი ნივთიერება ) , გამონაკლისის გარდა , და აგროქიმიკატი , საჭიროების შემთხვევაში , რომლებსაც ადგენს სარეგისტრაციო ორგანო , რეგისტრაციამდე ექვემდებარება სარეგისტრაციო გამოცდებს , რომელთა შედეგები წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს . ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ რეგისტრირებული პესტიციდი / აგროქიმიკატი საქართველოში რეგისტრაციისათვის არ საჭიროებს სარეგისტრაციო გამოცდებს . 2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიანობის გამოცდას და შეფასებას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები . 3. სარეგისტრაციო გამოცდები და ექსპერტიზა ტარდება რეგისტრანტის ხარჯზე . 4. სარეგისტრაციო გამოცდები მოიცავს : ა ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ბიოლოგიურ , სასოფლო - სამეურნეო და ეკონომიკური ეფექტიანობის დადგენასა და მათი გამოყენების რეგლამენტების შემუშავებას ; ბ ) ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების შეფასებას , ჰიგიენური ნორმატივების , სანიტარიული ნორმებისა და წესების შემუშავებას ; გ ) გამოყენების რეგლამენტების ეკოლოგიურ შეფასებას . 5. ფიზიკური ან იურიდიული პირი , რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციაზე , ვალდებულია უფასოდ წარმოადგინოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშები . 6. სარეგისტრაციო გამოცდების დროს მკვლევრები ვალდებული არიან მინიმუმამდე დაიყვანონ ცხოველებზე ექსპერიმენტები . 7. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეკოლოგიურ და ჰიგიენურ - ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას ახორციელებენ შესაბამისი პროფილის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებები და ლაბორატორიები . 8. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო ექსპერტიზის წესს განსაზღვრავს სარეგისტრაციო ორგანო . 9. ექსპერტიზის ვადები არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს . 10. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდის და ექსპერტიზის შედეგები წარედგინება სარეგისტრაციო ორგანოს , რომელიც წყვეტს საკითხს მათი რეგისტრაციაში გატარების შესახებ და გასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ერთი თვის ვადაში . 11. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს , რომელსაც შეტანილი აქვს განაცხადი პესტიციდების ან აგროქიმიკატების რეგისტრაციაზე , აგრეთვე მათ შემმუშავებლებს , უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპერტიზაში . 12. საექსპერტო დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით . 13. თუ სარეგისტრაციო გამოცდების მონაცემები ადასტურებენ პესტიციდის ან აგროქიმიკატის ადამიანისათვის ან გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებების გამოვლენას , სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია არ გაატაროს ისინი რეგისტრაციაში . 14. სავალდებულოა, მოპოვებული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის თვალსაზრისით პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის და საკონტროლო ღონისძიებების შესახებ გაეგზავნოს FAO-ს, რისთვისაც პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2581 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.460 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4312 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.55 საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1694 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 14 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-10 მუხლის მე-14 პუნქტში FAO-სთვის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაგზავნაზე პასუხისმგებელ ორგანოდ დასახელდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; დანარჩენი ცვლილებები ფორმულირებას ეხება.

  2. პირველ პუნქტში გამოცდები რეგისტრაციამდე უნდა ჩატარდეს, მათი შედეგები სარეგისტრაციო ორგანოს წარედგინება კოორდინაციის ნაცვლად; დაემატა გამონაკლისი ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პრეპარატებისთვის.

  3. მე-10 მუხლში გამოცდები და ექსპერტიზა ერთ მუხლშია: ხარჯი რეგისტრანტს ეკისრება, გამოცდის მოცულობა ეფექტიანობის ჩარჩოშია ჩამოყალიბებული, დაემატა 7–14 პუნქტები ექსპერტიზის წესის, 3-თვიანი და ერთთვიანი ვადების, მონაწილეობის აკრძალვის, გასაჩივრებისა და FAO-სთვის ინფორმაციის გაგზავნის შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
891211¹¹1130495018136810
მნიშვნელობით ახლოსპესტიციდებისა და აგროქ…სურსათის/ცხოველის საკვ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…,,მეწარმეთა და არასამე…ცხოველთა და მცენარეთა …წამლისა და ფარმაცევტულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა