საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 35. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ზღვის ცოცხალი რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აკრძალულია ცოცხალი რესურსების რეწვა, თუ საქართველოსა და გემის დროშის სახელმწიფოს შორის არ არსებობს ცოცხალი რესურსების რეწვის შესახებ ხელშეკრულება.

2.საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით ყოველწლიურად, ყველაზე უფრო სანდო მონაცემების მიხედვით, ადგენს ყველა სახეობის ცოცხალი რესურსის რეწვის დასაშვებ კვოტას.

3.თუ საქართველოს სარეწ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ აითვისონ ცოცხალი რესურსების რეწვის კვოტები, ან თუ არსებობს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის ცოცხალი რესურსების რეწვის შესახებ სპეციალური ხელშეკრულება, დასაშვებია ლიცენზიების გაცემით ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სხვა ქვეყნებისათვის ცოცხალი რესურსების რეწვის კვოტების გადაცემა.

4.ლიცენზიას საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.

5.უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც მიენიჭათ უფლება, საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აწარმოონ ცოცხალი რესურსების რეწვა, ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.

6.თუ უცხო ქვეყნის სარეწ გემს არა აქვს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების რეწვის სპეციალური ნებართვა, ამ ზონაში ნაოსნობის დროს სარეწი იარაღები სამუშაო მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეს. საქართველოს 2011 წლის  11 მარტის კანონი №4422 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 83 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1695 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აკრძალულია ცოცხალი რესურსების რეწვა, თუ საქართველოსა და გემის დროშის სახელმწიფოს შორის არ არსებობს ცოცხალი რესურსების რეწვის შესახებ ხელშეკრულება. 2. საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით ყოველწლიურად, ყველაზე უფრო სანდო მონაცემების მიხედვით, ადგენს ყველა სახეობის ცოცხალი რესურსის რეწვის დასაშვებ კვოტას. 3. თუ საქართველოს სარეწ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ აითვისონ ცოცხალი რესურსების რეწვის კვოტები, ან თუ არსებობს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის ცოცხალი რესურსების რეწვის შესახებ სპეციალური ხელშეკრულება, დასაშვებია ლიცენზიების გაცემით ან ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე სხვა ქვეყნებისათვის ცოცხალი რესურსების რეწვის კვოტების გადაცემა. 4. ლიცენზიას საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო. 5. უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც მიენიჭათ უფლება, საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აწარმოონ ცოცხალი რესურსების რეწვა, ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა. 6. თუ უცხო ქვეყნის სარეწ გემს არა აქვს საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების რეწვის სპეციალური ნებართვა, ამ ზონაში ნაოსნობის დროს სარეწი იარაღები სამუშაო მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეს. საქართველოს 2011 წლის  11 მარტის კანონი №4422 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 83 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1695 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 14 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
  2. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტში ცოცხალი რესურსების რეწვის ლიცენზიას, მე-5 პუნქტში კი რეწვის ნებართვას ახლა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გასცემს; გარდა ამისა, მე-5 პუნქტში „ვალდებულნი“ „ვალდებული“-თ შეიცვალა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2962¹323429212232¹1910 (დ…173635
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სივრცის და…ქალაქ თბილისის საზღვრე…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სისხლის სა…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა