სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 10 (დანართი 2). საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელების წესები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის (შემდგომში - საქმიანობა) განხორციელებაზე ვრცელდება ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობა ხორციელდება სასაზღვრო პოლიციისათვის შეტყობინების საფუძველზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობის განხორციელების შეჩერება ან აკრძალვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოყენებული გემების მფლობელები და ის პირები, რომლებიც მართავენ ამ გემებს, ვალდებული არიან დაიცვან ამ წესებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და ადამიანთა გადარჩენის მიზნით. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №157 – ვებგვერდი, 28.03.2019წ. თავი V. დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 28 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47194611382221281 (და…23 (დ…28 (დ…1710 (დანართი 2)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…საზღვაო კოდექსისაქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა