საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 32. საქართველოს უფლება-მოვალეობები თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ახორციელებს: ა) სუვერენულ უფლებებს, როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების დაზვერვის, მოპოვებისა და დაცვის მიზნით, აგრეთვე წყლის, დინებისა და ქარის გამოყენებით ენერგიის მისაღებად; ბ) იურისდიქციას ხელოვნური კუნძულების, ნაგებობების აგებაზე, მოწყობილობების დამონტაჟებაზე და მათ გამოყენებაზე, საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელებაზე და ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაზე; გ) საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

2.საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ამ კანონით დადგენილი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ითვალისწინებს სხვა ქვეყნების უფლება-მოვალეობებს და მოქმედებს საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესების შესაბამისად.

3.ამ კანონით დადგენილი საქართველოს უფლებები საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ზღვის ფსკერისა და წიაღისეულის მიმართ ხორციელდება ამ კანონის მე-6 თავის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ახორციელებს: ა) სუვერენულ უფლებებს, როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების დაზვერვის, მოპოვებისა და დაცვის მიზნით, აგრეთვე წყლის, დინებისა და ქარის გამოყენებით ენერგიის მისაღებად; ბ) იურისდიქციას ხელოვნური კუნძულების, ნაგებობების აგებაზე, მოწყობილობების დამონტაჟებაზე და მათ გამოყენებაზე, საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელებაზე და ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაზე; გ) საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს. 2. საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ამ კანონით დადგენილი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ითვალისწინებს სხვა ქვეყნების უფლება-მოვალეობებს და მოქმედებს საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესების შესაბამისად. 3. ამ კანონით დადგენილი საქართველოს უფლებები საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ზღვის ფსკერისა და წიაღისეულის მიმართ ხორციელდება ამ კანონის მე-6 თავის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 10 მარ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სუვერენული უფლებები ახლა ეხება ცოცხალ და არაცოცხალ რესურსებს, მიზნებია დაზვერვა, მოპოვება და დაცვა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13454033422212111317332
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სივრცის და…ნავთობისა და გაზის შეს…ოკუპირებული ტერიტორიებ…საინვესტიციო საქმიანობ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა