Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საზღვაო სივრცის შესახებმუხლი 34

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 34. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულები, ნაგებობები და მოწყობილობები

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023
თემები:ტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებებიზონირება და მიწის გამოყენება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საქართველოს აქვს განსაკუთრებული უფლება თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ააგოს, აგრეთვე ნება დართოს ააგონ და დაარეგულიროს შექმნა, ექსპლუატაცია და გამოყენება: ა) ხელოვნური კუნძულების; ბ) მოწყობილობებისა და ნაგებობების, რომლებიც გამოიყენება ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული მიზნით, აგრეთვე სხვა ეკონომიკური მიზნებისათვის.

2.საქართველოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელოვნური კუნძულების მიმართ აქვს განსაკუთრებული იურისდიქცია , მათ შორის , იურისდიქცია საქართველოს საბაჟო , ფისკალური , საემიგრაციო და სანიტარიული კანონმდებლობებისა და წესების მიმართ , აგრეთვე უსაფრთხოების მიმართ .

3.საქართველოს უფლება აქვს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების ირგვლივ, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას გონივრული უსაფრთხოების ზონები, რომელთა ფარგლებშიც მას შეუძლია მიიღოს საჭირო ზომები ნაოსნობის, აგრეთვე ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

4.უსაფრთხოების ზონების სიგანე დგინდება საქართველოს მიერ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების არსისა და ფუნქციების შესაბამისად და ვრცელდება მათი გარე კიდის ყოველი წერტილიდან ათვლილი არა უმეტეს 500 მეტრისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უსაფრთხოების ზონების სიგანის გაზრდა ნებადართულია საერთაშორისო სტანდარტებით ან რეკომენდებულია შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ინფორმაციას უსაფრთხოების ზონების სიგანის შესახებ საქართველოს შესაბამისი ორგანოები აქვეყნებენ „ზღვაოსანთა უწყებებში“.

5.საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებულ ხელოვნურ კუნძულებს, ნაგებობებსა და მოწყობილობებს არა აქვთ კუნძულის სტატუსი და თავისი ტერიტორიული ზღვა, მათი არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე.

6.ხელოვნური კუნძულები, ნაგებობები და მოწყობილობები, აგრეთვე მათი უსაფრთხოების ზონები არ შეიძლება შეიქმნას საყოველთაოდ აღიარებულ, საერთაშორისო ნაოსნობისათვის არსებითად მნიშვნელოვან საზღვაო გზებზე.

7.საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების გამოყენებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი საქართველოს და უცხო ქვეყნის იურიდიული პირები და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ხელოვნურ კუნძულებზე, ნაგებობებზე და მოწყობილობებზე წესრიგში იქონიონ მათი არსებობის შესახებ გამაფრთხილებელი საშუალებები. ამ პირებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიტოვებული ან გამოუყენებელი ხელოვნული კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების ლიკვიდაცია უნდა მოახდინონ მათი აშენების ნებართვაში განსაზღვრულ ვადებში ისე, რომ ხელი არ შეუშალონ ნაოსნობასა და თევზჭერას და არ შექმნან ზღვის გარემოს დაბინძურების საფრთხე.

8.საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულების და ნაგებობების აგების, მოწყობილობების დამონტაჟების, მათ ირგვლივ უსაფრთხოების ზონების შექმნის, ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების სრული ან ნაწილობრივი ლიკვიდაციის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს შესაბამის ორგანოებს, ამავე დროს, მითითებული უნდა იყოს მათი მდებარეობის სიღრმე და იმ ნარჩენების ზომები, რომლებიც მთლიანად არ არის ლიკვიდირებული. ეს ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს „ზღვაოსანთა უწყებებში“. საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4924 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს აქვს განსაკუთრებული უფლება თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ააგოს, აგრეთვე ნება დართოს ააგონ და დაარეგულიროს შექმნა, ექსპლუატაცია და გამოყენება: ა) ხელოვნური კუნძულების; ბ) მოწყობილობებისა და ნაგებობების, რომლებიც გამოიყენება ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული მიზნით, აგრეთვე სხვა ეკონომიკური მიზნებისათვის. 2. საქართველოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელოვნური კუნძულების მიმართ აქვს განსაკუთრებული იურისდიქცია , მათ შორის , იურისდიქცია საქართველოს საბაჟო , ფისკალური , საემიგრაციო და სანიტარიული კანონმდებლობებისა და წესების მიმართ , აგრეთვე უსაფრთხოების მიმართ . 3. საქართველოს უფლება აქვს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების ირგვლივ, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას გონივრული უსაფრთხოების ზონები, რომელთა ფარგლებშიც მას შეუძლია მიიღოს საჭირო ზომები ნაოსნობის, აგრეთვე ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 4. უსაფრთხოების ზონების სიგანე დგინდება საქართველოს მიერ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების არსისა და ფუნქციების შესაბამისად და ვრცელდება მათი გარე კიდის ყოველი წერტილიდან ათვლილი არა უმეტეს 500 მეტრისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უსაფრთხოების ზონების სიგანის გაზრდა ნებადართულია საერთაშორისო სტანდარტებით ან რეკომენდებულია შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ინფორმაციას უსაფრთხოების ზონების სიგანის შესახებ საქართველოს შესაბამისი ორგანოები აქვეყნებენ „ზღვაოსანთა უწყებებში“. 5. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებულ ხელოვნურ კუნძულებს, ნაგებობებსა და მოწყობილობებს არა აქვთ კუნძულის სტატუსი და თავისი ტერიტორიული ზღვა, მათი არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე. 6. ხელოვნური კუნძულები, ნაგებობები და მოწყობილობები, აგრეთვე მათი უსაფრთხოების ზონები არ შეიძლება შეიქმნას საყოველთაოდ აღიარებულ, საერთაშორისო ნაოსნობისათვის არსებითად მნიშვნელოვან საზღვაო გზებზე. 7. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების გამოყენებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი საქართველოს და უცხო ქვეყნის იურიდიული პირები და საერთაშორისო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ხელოვნურ კუნძულებზე, ნაგებობებზე და მოწყობილობებზე წესრიგში იქონიონ მათი არსებობის შესახებ გამაფრთხილებელი საშუალებები. ამ პირებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიტოვებული ან გამოუყენებელი ხელოვნული კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების ლიკვიდაცია უნდა მოახდინონ მათი აშენების ნებართვაში განსაზღვრულ ვადებში ისე, რომ ხელი არ შეუშალონ ნაოსნობასა და თევზჭერას და არ შექმნან ზღვის გარემოს დაბინძურების საფრთხე. 8. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულების და ნაგებობების აგების, მოწყობილობების დამონტაჟების, მათ ირგვლივ უსაფრთხოების ზონების შექმნის, ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების სრული ან ნაწილობრივი ლიკვიდაციის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს შესაბამის ორგანოებს, ამავე დროს, მითითებული უნდა იყოს მათი მდებარეობის სიღრმე და იმ ნარჩენების ზომები, რომლებიც მთლიანად არ არის ლიკვიდირებული. ეს ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს „ზღვაოსანთა უწყებებში“. საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4924 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019
  2. 1 ივნ. 1999

    34-ე მუხლის მე-2 პუნქტში ხელოვნურ კუნძულებზე იურისდიქციის ჩამონათვალი ახლებურად არის ჩამოყალიბებული, ხოლო მე-7 პუნქტის ვალდებულება ვრცელდება საქართველოს იურიდიულ პირებზეც.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 35

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სანაპირო განვითარება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ხელშეკრულებები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთანსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 დეკ. 2023 · №25

  • 2 ცვლილება · ბოლო 4 ივლ. 2019
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 32

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15მუხლი 40

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 32საქართველოს უფლება-მოვალეობები თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში
  • 33უცხო ქვეყნის უფლებები საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში
  • 35საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ზღვის ცოცხალი რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა

საზღვაო კოდექსი

  • 11

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 296საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კანონმდებლობის დარღვევა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 129თავისუფალი ზონის შექმნა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 17სპეციალური მოთხოვნები საქართველოს ტერიტორიული ზღვის (წყლების) და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმებისათვის
  • 36განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 22საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქმიანობის განხორციელების წესი
  • 6საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა
  • 25სასაზღვრო ზონა და სასაზღვრო ზოლი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114¹საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2963215403335114¹1122625173612934
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…საზღვაო კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 დეკ. 2023 · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026