შემოსავლების სამსახურის შესახებ

მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შემოსავლების სამსახურად.

2.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამონაცვლე.

3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის მიღებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

4.საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცება.

5.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა.

6.საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის.

7.2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ხარჯების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

8.საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის.

9.საგადასახადო და საბაჟო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ასევე სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებასთან და მოსამსახურეთა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალაშია მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს.

10.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მის რეორგანიზაციამდე მომუშავე პირები რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ინიშნებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში შესაბამის თანამდებობებზე.

11.საქართველოს კანონმდებლობაში გამოყენებული ტერმინები „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური“ და „შემოსავლების სამსახური“ ნიშნავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს. საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2 866 – სსმ I, № 14 , 30.03.10 წ., მუხ. 89

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-25-25-20122012-03-0122
    დაუშვებლობა (T5)

    როდის რჩება საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველი?

    ჯ. პ-მა მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის არც ერთ საფუძველს. საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩა და არსებითად არ განხილულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შემოსავლების სამსახურად. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამონაცვლე. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის მიღებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 4. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცება. 5. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა. 6. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის. 7. 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ხარჯების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. 8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის. 9. საგადასახადო და საბაჟო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ასევე სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებასთან და მოსამსახურეთა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ძალაშია მათ გაუქმებამდე, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს. 10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მის რეორგანიზაციამდე მომუშავე პირები რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ინიშნებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – შემოსავლების სამსახურში შესაბამის თანამდებობებზე. 11. საქართველოს კანონმდებლობაში გამოყენებული ტერმინები „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური“ და „შემოსავლების სამსახური“ ნიშნავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს. საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2 866 – სსმ I, № 14 , 30.03.10 წ., მუხ. 89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 31 მარ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 მარ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 მარ. 2010

    მე-7 პუნქტში 2011 წლის 1 იანვრის ვადა გადატანილია წინადადების დასაწყისში, ამოღებულია „არსებული წესის შესაბამისად“ და ხარჯების განმარტებითი ფრჩხილები. ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილება შემოსავლების სამსახურის ხარჯების დაფინანსებასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე ამ ვადამდე შენარჩუნებულია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63¹3730³1410251216704812288415
მითითებამნიშვნელობით ახლოსშემოსავლების სამსახური…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს ეროვნული ბ…ტრანსპორტის სფეროს მარ…სახელმწიფო სერვისების …საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა