ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული პროგრამის მოსარგებლე ფიზიკური პირების შესახებ მონაცემებზე სააგენტოს წვდომა, აგრეთვე 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში სააგენტოს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული ფიზიკური პირების შესახებ, შეთანხმებული ფორმატით; ა 1 ) ამ დადგენილების მე-3 მუხლისა და მე-4 მუხლის „ი 1 “ ქვეპუნქტის გათვალისწინებით და დადგენილების შეუფერხებლად აღსრულების მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, შეთანხმებული ფორმატით, იღებს წვდომას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე ფიზიკური პირების შესახებ; ბ) საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს, მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, მის მიერ რეგისტრირებულ/აღრიცხულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა (შემდგომში – ვეტერანთა) შესახებ, შეთანხმებული ფორმატით; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან –სააგენტოს, ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით), რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და განსახლებულნი არიან სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში. ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის; გ 1 ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს, ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე არსებული დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულიდან დევნილი მოსახლეობის შესახებ, რომელიც აღრიცხულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ფორმატით. ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის; დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − სააგენტოს, ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების რიცხვი, თვე, წელი). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის; ე) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – ზრუნვის სააგენტო) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით: ე.ა) ამ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში) დასაქმებული უფროსი აღმზრდელებისა და აღმზრდელების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით). ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის; ე.ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარების, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარების, რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი იმ ბავშვების შესახებ, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას, აგრეთვე უზრუნველყოს ამ მონაცემებზე სააგენტოს წვდომა, შეთანხმებული ფორმატით. ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან მისი მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები (პირადი ნომრის მითითებით) წინა თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით შემდეგი კატეგორიის პირთა შესახებ (ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილების ფარგლებში, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ, სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის): ვ.ა) საჯარო სკოლის მასწავლებლები; ვ.ბ) საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი; ვ.გ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები; ვ.დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელი, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ან რომლის შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტით; ვ.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში; ვ.ვ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები; ვ.ზ) სკოლა-პანსიონებში მცხოვრები (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვები; ვ.თ) პროფესიული სტუდენტები, მათ შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ კომპეტენციის ფარგლებში წარმოებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით; ვ.ი) საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელმაც თანხმობა განაცხადა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით განსაზღვრულ – საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლის ფულადი ჯილდოს მიღებაზე; ვ 1 ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ხოლო 2021 წლის 19 მარტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს, ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით სტუდენტების შესახებ, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეთანხმებული ფორმატით. ამასთან, 2014 წლის ანალოგიური მონაცემები, რომლებიც მიწოდებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ფარგლებში, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო შემდეგ სააგენტომ გამოიყენონ ამ პროგრამის მიზნებისთვის; ზ) შესაბამისმა მუნიციპალურმა ორგანომ სააგენტოს ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით), ურთიერთშეთანხმებული ფორმატით; თ) სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს 50%-ზე მეტი წილი, 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა 2016 წლის 15 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან − სააგენტოს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც ამავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით, გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომელთა სადაზღვევო ხელშეკრულებები მოქმედებს მხოლოდ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტითა და 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ით, დანართ №1.9-ით, დანართ №1.10-ით, დანართ №1.11-ით, დანართ №1.12-ით, დანართ №1.13-ითა და დანართ №1.15-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა და ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო (მათ შორის, დანართ №1.16-ით შესყიდული) მედიკამენტებით უზრუნველყოფისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება, გარდა ამავე მუხლის „თ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა; ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს/ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში აქვთ/აქვს 50%-ზე მეტი წილი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს – ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრების მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეულნი საბიუჯეტო სახსრებით. საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეულ პირებზე არ ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, გარდა დანართ №1-ის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტითა და 23-ე მუხლის 51-ე პუნქტით, დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით, დანართ №1.7-ით, დანართ №1.9-ით, დანართ №1.10-ით, დანართ №1.11-ით, დანართ №1.12-ით, დანართ №1.13-ითა და დანართ №1.15-ით გათვალისწინებული მომსახურებისა, ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა და ასევე დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო (მათ შორის, დანართ №1.16-ით შესყიდული) მედიკამენტებით უზრუნველყოფისა. განმახორციელებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება; ი 1 ) ამ დადგენილების მე-3 მუხლის აღსრულების მიზნით, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოითოვოს საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიებიდან მათთან არსებული ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ ყოველდღიურად განახლებადი შესაბამისი ინფორმაცია და უზრუნველყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოსათვის, ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული მონაცემები პროგრამის განმახორციელებელს მიაწოდოს არაუგვიანეს 2017 წლის 22 თებერვლისა. განმახორციელებლის მხრიდან ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ მოპოვებული მონაცემები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მის მიერ ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიზნებისათვის; ი 2 ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული პროგრამის ადმინისტრირებისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ − შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოსათვის, ფიზიკური პირების შემოსავლების შესახებ მონაცემების მიწოდება (მონაცემებზე წვდომა), გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის შესაბამისად, პროგრამით დადგენილი პირობებითა და მხარეებს შორის წერილობით გაფორმებული მემორანდუმით ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმატით; ი 3 ) ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3 4 პუნქტისა და დანართ №1.6-ით გათვალისწინებული პირობების ადმინისტრირების მიზნით: ი 3 .ა) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 სექტემბერს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის დანართ 17.1-ის ფარგლებში სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებული ექიმების/პარამედიკოსებისა და ექთნების, ასევე სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმების/ექთნების შესახებ შეთანხმებული ფორმატით; ი 3 .ბ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრმა“, შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრმა“ და სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკურმა გაერთიანებამ“ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 სექტემბერს და შემდეგ ყოველთვიურად, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან – სააგენტოს ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს მიაწოდონ (წვდომადი გახადონ) განახლებული მონაცემები, მიმდინარე თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მათი ორგანიზაციების მიერ „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ დანართ 17.1-ის ფარგლებში დაკონტრაქტებული სოფლის ექიმების/ექთნების შესახებ შეთანხმებული ფორმატით; ი 4 ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ, შეთანხმებული ფორმატით, 2021 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს სააგენტოს წვდომა: ი 4 .ა) მის მონაცემთა ბაზებში აღრიცხული შშმ ბავშვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსით სახელმწიფო გასაცემლების მიმღები, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პენსიის მიმღები და პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე პენსიის მიმღები პირების, ასევე მათთვის პენსიის შეჩერების თარიღისა და შეჩერების საფუძვლების შესახებ; ი 4 .ბ) იმ ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს; ი 4 .გ) იმ ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და არ აღემატება 100 000-ს; ი 5 ) „ცოფის პრევენციის მიზნით 2024 − 2028 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 ივნისის №761 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ.მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის 20 ივნისამდე და შემდეგ ყოველთვიურად, ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს სააგენტოს მიაწოდოს (წვდომადი გახადოს) განახლებული მონაცემები, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს ცოფის ექსპოზიციაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი თანამშრომლების განახლებული სია, რომლებიც ექვემდებარებიან პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკის (სამედიცინო მომსახურების ჩათვლით) ჩატარებას, შეთანხმებული ფორმატით; კ) სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიების დამუშავებასა და შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრას ყოველთვიურად, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, გარდა ამავე მუხლის „ი 2 “ და „ი 3 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო შესაბამისი პროგრამული მომსახურების მიღება ამ სიებში დაფიქსირებულ პირებს შეეძლებათ/გაუგრძელდებათ სიების დამუშავების/კატეგორიის განსაზღვრის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობისა; კ 1 ) ამავე მუხლის „ი 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი პროგრამული მომსახურების მიღება პირებს შეეძლებათ/გაუგრძელდებათ პროგრამით განსაზღვრული პირობებით; კ 2 ) ამავე მუხლის „ი 3 “ ქვეპუნქტითა და დანართ №1-ის მე-2 მუხლის „3 4 “ პუნქტით გათვალისწინებულ პირს შესაბამისი პროგრამული მომსახურების უფლება ენიჭება დანართ №1.6-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად: კ 2 .ა) დადგენილი საფასურის კონკრეტული თვის 25 რიცხვამდე გადახდის შემთხვევაში – გადახდის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; კ 2 .ბ) დადგენილი საფასურის კონკრეტული თვის 25 რიცხვიდან ამავე თვის ბოლომდე გადახდის შემთხვევაში – გადახდის თვის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან; კ 3 ) ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები, რომლებიც არ არიან აღრიცხულნი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო გასაცემლების მიმღებად შშმ ბავშვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსით, შესაბამის პროგრამულ მომსახურებას მიიღებენ განცხადებითა და შშმ პირის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენის მომდევნო მეორე თვის პირველი რიცხვიდან; კ 4 ) ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომლებსაც შეუჩერდათ სახელმწიფო გასაცემელი, შესაბამისი პროგრამული მომსახურება უგრძელდებათ უწყვეტად, თუ გასაცემლის შეჩერება არ უკავშირდება ასეთი სტატუსის შეჩერებას, ცვლილებას/დაკარგვას, აგრეთვე, ასეთი პირის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნას; ლ) ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ.ა“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარები შესაბამის პროგრამულ მომსახურებას მიიღებენ შესაბამის დაწესებულებაში ჩარიცხვის/რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების დღიდან, თუ პირი არ არის საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების ან ამ დადგენილების დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 10.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №512 – ვებგვერდი, 27.08.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის დადგენილება №309 – ვებგვერდი, 06.07.2016წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის დადგენილება №473 – ვებგვერდი, 21.10.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №394 - ვებგვერდი, 15.08.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 17.04.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილება №149 – ვებგვერდი, 28.03.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №551 – ვებგვერდი, 19.11.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება №502 – ვებგვერდი, 11.10.2021წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №521 – ვებგვერდი, 27.10.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №294 – ვებგვერდი, 09.08.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №50 - ვებგვერდი, 01.03.2024წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 16.04.2024წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივლისის დადგენილება №294 - ვებგვერდი, 01.07.2026წ.
საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 4
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

