1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერით და ძალაში შედის მისი დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ძალაში შესვლისთანავე.
2.კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლება აქვს მთავრობის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არანაკლებ 20 000 ამომრჩეველს.
3.კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება უმაღლეს საბჭოს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. უმაღლეს საბჭოში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან სამი კვირის შემდეგ.
4.კონსტიტუციური კანონი დამტკიცების მიზნით საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან ერთად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ბათუმი, 2008 წლის 20 თებერვალი №286 უ.ს.გ.ს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი
