1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს კომიტეტს, უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ არანაკლებ 2 000 ამომრჩეველს.
2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ ამ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონის მიღების სხვა წესი.
3.უმაღლესი საბჭოს სხვა გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების სხვა წესი.
