1.პროკურორს უფლება აქვს , საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით : ა ) ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივროს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში , როგორც მხარემ ; ბ ) გაასაჩივროს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში , როგორც მხარემ .
2.საჩივარი შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა . საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი №659 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

