Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაამნისტიის შესახებმუხლი 6

ამნისტიის შესახებ

მუხლი 6

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი პროკურორი.

2.სისხლის სამართლის საქმის სასამართლოს მიერ განხილვის სტადიაზე ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სასამართლო.

3.თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, ამ კანონით განსაზღვრულ პირზე (მათ შორის, ძებნილ პირზე) ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

4.ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს: ა) სააპელაციო სასამართლო, თუ მის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული; ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო, თუ მის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული; გ) მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, თუ ეს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა.

5.ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღები პროკურორი ან სასამართლო (მოსამართლე) უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში (გარდა ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შემთხვევისა) მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში უგზავნის: ა) შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება − იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის და ერთ-ერთ სასჯელად ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა აქვს შეფარდებული; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო − იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებასთან ერთად ან პრობაციის რეჟიმში ყოფნასთან ერთად ერთ-ერთ სასჯელად ამ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა აქვს შეფარდებული.

7.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტის თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული საქალაქო სასამართლოსთვის წარდგენის შემდეგ იმავე სასამართლოს მოთხოვნით მას მსჯავრდებულის პირად საქმეს მოთხოვნიდან 3 კვირის ვადაში უგზავნის: ა) ის პენიტენციური დაწესებულება, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.

8.ამ მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წერილობით მიმართავს საქართველოს პროკურატურა.

9.სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-11-30

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 292საქართველოს სისხლი… 300საქართველოს სისხლი… 292საქართველოს სისხლი… 300მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ამნისტიის შესახებ

  • 5—

ამნისტიის შესახებ

  • 3—

ამნისტიის შესახებ

  • 3—
  • 4—

ამნისტიის შესახებ

  • 12—

ამნისტიის შესახებ

  • 14—

ამნისტიის შესახებ

  • 23¹ბრალდებულზე ამ კანონის პირველი−21-ე მუხლებით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი.

ამნისტიის შესახებ

  • 4—

ამნისტიის შესახებ

  • 7—

„ამნისტიის შესახებ“

  • 4—

ამნისტიის შესახებ

  • 4¹ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორ

ამნისტიის შესახებ

  • 4—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7292300292300423¹41434355126
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 ნოე. 2023