1.საგანგებო (ad hoc) პროკურორი ინიშნება ამ კანონის 9 2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ახორციელებს იმავე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
2.საგანგებო (ad hoc) პროკურორი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ კანონით და საქართველოს სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3.საგანგებო (ad hoc) პროკურორი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საპროკურორო საბჭოს წინაშე.
4.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია საგანგებო (ad hoc) პროკურორს ამ კანონის 9 2 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოუყოს სათანადო ფინანსური და მატერიალური რესურსები.
5.საგანგებო (ad hoc) პროკურორად შეირჩევა ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე – სისხლის სამართლის საქმეების განმხილველი ყოფილი მოსამართლე, ყოფილი პროკურორი ან ადვოკატი საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, რომელსაც აქვს შესაბამისად მოსამართლედ, პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. საგანგებო (ad hoc) პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.
6.საგანგებო (ad hoc) პროკურორს უფლებამოსილება უწყდება საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებით. საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის კანონი №4300 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.

