Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 8²

პროკურატურის შესახებ

მუხლი 8². საქართველოს პროკურორთა კონფერენცია

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა.

2.საქართველოს პროკურორთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს პროკურორთა კონფერენციის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.

3.საქართველოს პროკურორთა კონფერენციას იწვევს კონფერენციის თავმჯდომარე საჭიროებისამებრ, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარე არის მთავარი პროკურორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.

4.საქართველოს პროკურორთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომას ესწრება პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ნახევარზე მეტი.

5.საქართველოს პროკურორთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომაზე დამსწრე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ხმების უმრავლესობით.

6.საქართველოს პროკურორთა კონფერენციის დაწყებამდე კონფერენციის თავმჯდომარესთან რეგისტრირდებიან პროკურორებისაგან და პროკურატურის გამომძიებლებისაგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფები. საინიციატივო ჯგუფების თითო წარმომადგენელი საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარესთან ერთად ქმნის საქართველოს პროკურორთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი სხვა საორგანიზაციო ფუნქციების შესრულებასთან ერთად ახორციელებს საქართველოს პროკურორთა კონფერენციის საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას. პროკურორს/პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, იყოს მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 2 კანდიდატისა.

7.საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

8.საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს წევრებს ირჩევს შემდეგი კვოტების მიხედვით: ა) 3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან; ბ) 1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან; გ) 3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან; დ) 1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი კვოტების შესაბამისად საპროკურორო საბჭოს წევრის თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრა ცალკე ტარდება. საქართველოს პროკურორთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი წილისყრით განსაზღვრავს კვოტების მიხედვით დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობებზე საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის რიგითობას. თუ პირველ ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ გაირკვა, რომ საპროკურორო საბჭოს წევრებად მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლები იქნენ არჩეული, ან თუ პირველ შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის შემდეგ საპროკურორო საბჭოს 6 წევრი ერთი სქესის წარმომადგენელია, ხოლო 1 წევრი – განსხვავებული სქესისა, დარჩენილ ორ ან ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე (რომელი შემთხვევაც იქნება) შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

10.საპროკურორო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომაზე დამსწრე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ხმების უმრავლესობას მიიღებს.

11.თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება ამ ვაკანტურ თანამდებობაზე საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, კანდიდატების წარდგენა და კენჭისყრა ხელახლა ხდება.

12.ორი ან მეტი კანდიდატის მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში ამ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ.

13.საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის რეგლამენტით განისაზღვრება. საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის კანონი №4300 - ვებგვერდი, 28.09.2015წ.

წინა მუხლი 8¹შემდეგი მუხლი 8³

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ნოე. 2018 · №19

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 8¹საპროკურორო საბჭო
  • 1საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის შესახებ

  • 20პროკურორთა კონფერენცია
  • 19საპროკურორო საბჭო
  • 15გენერალური პროკურორი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 65საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება
  • 63საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია
  • 66საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა

ადვოკატთა შესახებ

  • 24საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 195საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
248¹165336563662019151958²
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაერთო სასამართლოების …პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…ადვოკატთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ნოე. 2018 · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026