Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებმუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2025
თემები:აუდიტი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²3³456

1.შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში – ბიურო).

2.ბიუროს ძირითადი ამოცანაა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მეცნიერების, ტექნიკის ან ხელოვნების დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად სპეციალური გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების ან ცნობების მომზადება.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესასრულებლად ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზებასა და წარმოებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

3¹.ბიურო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე ატარებს ექსპერტიზას „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3².პირის ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3³.დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე დაკარგული პირის იდენტიფიკაციის მიზნით ბიურო უზრუნველყოფს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნასა და ფუნქციონირებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.სასამართლო-საექსპერტო მომსახურების ტარიფები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5.ბიუროს დაფინანსება ხორციელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით ბიუროსთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 12ოქტომბრის კანონი №3660- სსმ I, №56, 20.10.2010წ., მუხ.362 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3343 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №337 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 1 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 ივლ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

შემდეგი მუხლი 2

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასამართლო ბუღალტერია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასამართლო-ბუღალტრული ექსპერტიზა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2025 · №5

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ

  • 3

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363²⁰ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ინდივიდუალური შეფასებისათვის ექსპერტიზის დანიშვნა
  • 168ექსპერტის უფლებები და მოვალეობები

ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ

  • 3
  • 6
  • 11

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 21საზოგადოებრივი ექსპერტი

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 16იურიდიული დახმარების ბიურო

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 42საექსპერტო კომისია

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 15საექსპერტო კომისია

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 7⁴მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 24სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
213167⁴24363²⁰168361142151
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სამოქალაქო…ფსიქოსოციალური საჭიროე…საქართველოს ზოგადი ადმ…იურიდიული დახმარების შ…გარემოსდაცვითი შეფასებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2025 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026