საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

მუხლი 5. უფლებაუნარიანობის შეძენა

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან (არჩევიდან).

2.საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას: ა) კანონით; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით; გ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. დ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპ ეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად. ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს ნორმატიული აქტით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.

3.საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძ ლება ერთობლივად დააფუძნოს რამდენიმე სახელმწიფო მმართველობის ორგანომ. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81 საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №542-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუხ.221 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1016 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1974 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6959 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1583 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ მთავრობის დადგენილებისა და მასზე დაფუძნებული მინისტრის ბრძანებების ბათილად ცნობა

    ფოლკლორის კვლევის ცენტრის თანამშრომლებმა გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მასზე დაფუძნებული ბრძანებები. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ლიკვიდაციის მიზანშეწონილობა მთავრობის დისკრეციას განეკუთვნება, თუმცა მთავრობამ ნორმატიული აქტის გამოცემის სავალდებულო პროცედურები უნდა დაიცვას. სასამართლომ დაადგინა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების, ზეპირი მოსმენისა და სხდომის საჯაროობის წესების არსებითი დარღვევები, აგრეთვე ის, რომ დადგენილებით ცენტრის დამფუძნებელი აქტის ნაცვლად სხვა აქტი გამოცხადდა ძალადაკარგულად. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო განჩინება, რომლითაც შენარჩუნდა სადავო დადგენილების ლიკვიდაციის ნაწილისა და მინისტრის ორივე ბრძანების ბათილობა.

  • კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საქმეზე წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო

    დავა ეხებოდა ხაშურის საშუალო სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საქმეზე წარმოების განახლებას. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევდა სამინისტროს წერილს სკოლის წესდებისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის განახლებისთვის გარემოებას შეეძლო განმცხადებლისთვის ხელსაყრელი შედეგის გამოწვევა და მხარეს მასზე ადრე მითითების შესაძლებლობა თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს წინაპირობები არ დასტურდებოდა, ხოლო სკოლის წესდების რეგისტრაციის არქონა მის კანონით განსაზღვრულ სტატუსს არ ცვლიდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებები უცვლელად დარჩა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ცენტრის დებულებასთან დაკავშირებული აქტებისა და გათავისუფლების ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა

    დავა შეეხებოდა ჭიათურის რაიონის გამგეობის მიერ ცენტრის დებულების დამტკიცებასა და შეცვლას, აგრეთვე დირექტორის გათავისუფლებას და სამუშაოზე აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გამგეობამ ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შექმნა და დებულების ბათილობის საფუძველი არ არსებობდა. პალატის შეფასებით, დირექტორისათვის დადგენილი უმაღლესი განათლების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა და სხვა სამსახურზე უარი გათავისუფლების საფუძველს ქმნიდა. სასამართლომ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე ახალი გადაწყვეტილებით უარი თქვა, ხოლო გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დატოვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 29 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
181023410¹2524150910¹11¹35¹79106²45
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …საჯარო სამართლის იურიდ…მაუწყებლობის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს სამოქალაქო…უმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა