Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 106²

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 106². თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების წესი

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026
თემები:რეგულატორული ლანდშაფტი და ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულო უფლებამოსილია თვითმმართველი ქალაქის საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც თვითმმართველი ქალაქის მერის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს ამ მუხლით განსაზღვრულ საქმიანობას.

3.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულო უფლებამოსილია თვითმმართველი ქალაქის მერის წარდგინებით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციისა და სივრცის დაგეგმარების გეგმის, გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირების, ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესების განხორციელების უზრუნველყოფის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირების მიზნით ან სხვა მიზნით.

4.ამ მუხლით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მისი წესდების/დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებებს თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მერის წარდგინებით იღებს თვითმმართველი ქალაქის საკრებულო.

5.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) საკრებულო უფლებამოსილია თვითმმართველი ქალაქის მერის წარდგინებით თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაუდგინოს მისი წესდებით/დებულებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების, მომსახურების გაწევის ან/და დაჩქარებული მომსახურების გაწევის, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურების გაწევის, საფასურის ოდენობა.

6.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, მისი წესდებით/დებულებით, განსაზღვრული საქმიანობა.

7.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მერი უფლებამოსილია თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესი და პირობები.

8.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი დგინდება ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით/დებულებით.

9.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქის მერი.

10.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლებამოსილებების განსახორციელებლად მოძრავი ქონება გადაეცემა სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, ხოლო უძრავი ქონება − სარგებლობის უფლებით, ამ კანონით დადგენილი წესით. თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის მერი.

11.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, მის საკუთრებაში არსებული ქონება უსასყიდლოდ გადასცეს თვითმმართველ ქალაქს.

12.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, მის საკუთრებაში არსებული ქონება თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თანხმობით სარგებლობის უფლებით გადასცეს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონის XV თავით, დადგენილი წესით.

13.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება თვითმმართველი ქალაქის მერთან.

14.თვითმმართველი ქალაქის (გარდა თბილისისა) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში გადადის. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის ორგანული კანონი №1582 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 29 მაი. 2026
წინა მუხლი 106¹შემდეგი მუხლი 107

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიპტო ბიზნესისთვის საქართველოში იურიდიული პირის დაფუძნებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-27 · №81

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-05-29
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 79საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება
  • 156¹მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 11²თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონტროლი
  • 19¹მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი
  • 2საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 32¹საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება
  • 4ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 3ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 6თვითმმართველი ერთეულების უფლება ერთობლივი სამსახურების შექმნაზე

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

  • 3საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 10¹საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²19¹2316610¹32¹4379156¹106²
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი წარმომადგე…მეცნიერების, ტექნოლოგი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026