კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 19. მცველის მოწმობა

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მცველის მოწმობას არაუმეტეს 1 წლის ვადით გასცემს დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო.

1¹.დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია მცველის მოწმობის გაცემამდე მცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამ კანონის მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად მონაცემები მოიპოვოს აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. დაცვითი საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.

2.მცველის მოწმობის საფასური განისაზღვრება 20 ლარამდე ოდენობით. მცველის მოწმობის საფასურის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

3.მცველის მოწმობის საფასური გადაიხდება დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ანგარიშზე. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5612 – ვებგვერდი, 24.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1152 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2025

    19 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომლითაც კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს მცველის მოწმობის გაცემამდე ეკისრება ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მოპოვების ვალდებულება, აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან.

  2. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2019

    მე-19 მუხლის პირველ პუნქტში მოწმობას დაემატა მაქსიმალური 1-წლიანი ვადა, ხოლო მე-2 პუნქტში 20-ლარიანი საფასური შეიცვალა 20 ლარამდე ოდენობით, რომლის ზუსტ ოდენობას მინისტრი განსაზღვრავს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
202615256125415393350986119
მითითებამნიშვნელობით ახლოსკერძო დაცვითი საქმიანო…მეზღვაურთა განათლებისა…ქალთა მიმართ ძალადობის…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს მოქალაქეთა…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა