მომსახურების საფასურის განაკვეთებია: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ხ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) – 15 ლარი; ა 1 ) დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის აღდგენა – 20 ლარი; ბ) ამ მუხლის შენიშვნის 9 1 პუნქტით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ 6 “, „ბ 7 “, „ძ“ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 40 ლარი; ბ 1 ) (ამოღებულია - 16.11.2021, №1012) ; ბ 2 ) (ამოღებულია - 16.11.2021, №1012) ; ბ 3 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისთვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ 4 ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ 5 ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ 6 ) „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება (გარდა ამ მუხლის „ძ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) − 90 ლარი; ბ 7 ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ 6 “ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) − 150 ლარი; გ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 109 ლარი; დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 100 ლარი; დ 1 ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა – 25 ლარი; ე) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე 1 “−„ე 8 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე 8 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) − 80 ლარი, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის 3 4 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის ხელახლა დამზადება და გაცემა – 35 ლარი; ე 1 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 1 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., AA-111-AA), – 1000 ლარი; ე 1 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., BB-002-BB), – 800 ლარი; ე 1 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., CC-300-CC), – 600 ლარი; ე 2 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 2 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., GT-444-TT), – 800 ლარი; ე 2 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., YU-005-YY), – 600 ლარი; ე 2 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., WW-600-PW), – 400 ლარი; ე 3 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 3 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., SO-777-SO), – 800 ლარი; ე 3 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., NN-008-MM), – 600 ლარი; ე 3 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., DF-900-FD), – 400 ლარი; ე 4 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა ამ მუხლის „ე 3 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 4 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., RR-111-PO), – 700 ლარი; ე 4 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., TU-002-KU), – 500 ლარი; ე 4 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., EI-300-LL), – 300 ლარი; ე 5 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 5 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., NJ-444-HZ), – 250 ლარი; ე 5 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., VX-005-MW), – 200 ლარი; ე 5 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., QR-600-FD), – 150 ლარი; ე 6 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციისაგან (მაგ., GIORGI 1), – 10 000 ლარი; ე 7 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე 1 “–„ე 6 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომლის სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციისაგან, თუ: ე 7 .ა) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-707-DD), – 450 ლარი; ე 7 .ბ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., FF-050-FG), – 350 ლარი; ე 7 .გ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DF-080-FD), – 350 ლარი; ე 7 .დ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა ამ მუხლის „ე 7 .გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-305-FS), – 300 ლარი; ე 7 .ე) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DX-040-WQ), – 250 ლარი; ე 8 ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი: ე 8 .ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა – 80 ლარი; ე 8 .ბ) მისაბმელის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 80 ლარი; ე 9 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე1 “–„ე7 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, მიმოქცევაში არმყოფი ერთი წყვილი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი; ე 10 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, გამოთავისუფლებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი; ვ) ტრანზიტული ნომრის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ვ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 370 ლარი; ვ 1 ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ტრანზიტული ნომრის გაცემა – 150 ლარი; ვ 2 ) ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა − 20 ლარი; ზ) მოტოციკლის, კვ ადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე 8 .ბ“ და „ზ 2 “–„ზ 4 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე 8 .ბ“ და „ზ 4 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან ამავე მუხლის შენიშვნის 3 4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადება და გაცემა – 25 ლარი; ზ 1 ) „TEST“ ნომრის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი; ზ 2 ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის: ზ 2 .ა) ციფრების კომბინაციაა 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009, 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999, – 200 ლარი; ზ 2 .ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული სამი ლათინური ასოს და სამი ციფრის კომბინაციისაგან, – 200 ლარი; ზ 3 ) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის: ზ 3 .ა) ციფრების კომბინაციაა 0001, 0002, 0003, 0004, 0005, 0006, 0007, 0008, 0009, 1000, 2000, 3000, 4000, 5000, 6000, 7000, 8000, 9000, 1111, 2222, 3333, 4444, 5555, 6666, 7777, 8888 ან 9999, – 300 ლარი; ზ 3 .ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ორი ლათინური ასოს და ოთხი ციფრის კომბინაციისაგან, – 300 ლარი; ზ 4 ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა ან ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 40 ლარი; თ) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის გადაფორმება: თ.ა) მისაბმელისა, რომლის წონა არ აღემატება 720 კილოგრამს, – 25 ლარი; თ.ბ) მისაბმელისა, რომლის წონა აღემატება 720 კგ-ს – 100 ლარი; თ 1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა − 50 ლარი; ი) (ამოღებულია); კ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; კ 1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 50 ლარი; კ 2 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 100 ლარი; ლ) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა – 30 ლარი; ლ 1 ) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 10 ლარი; ლ 2 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ლ 3 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ლ 4 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ლ 5 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ლ 6 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; მ) დადგენილი ნიმუშის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა – 15 ლარი; მ 1 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი; მ 2 ) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან იარაღის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი; მ 3 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; მ 4 ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა – 50 ლარი; მ 5 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; მ 6 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; მ 7 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; მ 8 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი; მ 9 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; მ 10 ) საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი; მ 11 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; მ 12 ) საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; ნ) ერთ ერთეულ იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ნ 1 “ და „ნ 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) − 10 ლარი; ნ 1 ) ერთ ერთეულ იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე 1 .დ“ ან „ე 1 .ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით − 20 ლარი; ნ 2 ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე 1 .ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით, ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი; ო) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 20 ლარი; ო 1 ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი; ო 2 ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი; ო 3 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა, თუ აღნიშნულ დოკუმენტზე ამ კანონით სხვა საფასური არ არის დადგენილი, − 30 ლარი; ო 4 ) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი; პ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია – 50 ლარი; ჟ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია – 15 ლარი; რ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 30 ლარი; რ 1 ) სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად დამუშავებული მონაცემების ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემების ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემა − ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური; ს) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს 1 “, „ს 3 “, „ფ 1 “, „ფ 6 “ და „ქ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 30 ლარი; ს 1 ) სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებითი განკარგვისადმი დაქვემდებარებული ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 40 ლარი; ს 2 ) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება (გარდა ამ მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი; ს 3 ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ფ 6 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 180 ლარი; ტ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 20 ლარი; ტ 1 ) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილზე (ერთ მისამართზე) ტექნიკური დათვალიერების განხორციელება – 50 ლარი; უ) შიდა ტრანზიტის გაცემა − 50 ლარი; უ 1 ) (ამოღებულია - 21.07.2022, №1658) ; ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 60 ლარი; ფ 1 ) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს 1 “ და „ფ 6 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 60 ლარი; ფ 2 ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – 50 ლარი; ფ 3 ) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა – 20 ლარი; ფ 4 ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი; ფ 5 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა − 100 ლარი; ფ 6 ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს 1 “ და „ფ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 200 ლარი; ქ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისთვის ან აღრიცხვიდან მოხსნისთვის საჭირო განცხადების/ერთობლივი განცხადების მიღება ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის სრულად ან ნაწილობრივ წარმოება ან/და სარეგისტრაციო ნიშნების ჩაბარება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ – 50 ლარი; ქ 1 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე − 30 ლარი; ღ) ტექნიკური ტალონის გაცემა – 10 ლარი; ყ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი; შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ საბაჟო პროცედურისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და საბაჟო პროცედურის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 50 ლარი; შ 1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 30 ლარი; შ 2 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ“ და „შ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 200 ლარი; ჩ) ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის მოწმობის გაცემა – 50 ლარი; ჩ 1 ) დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მიმართვა და მომსახურების გაწევისათ ვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა ავტორიზებული იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზირებული პირის მეშვეობით − 20 ლარი; ც) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 30 ლარი; ც 1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – 20 ლარი; ც 2 ) ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურების საფასური – 20 ლარი; ც 3 ) ამ მუხლის „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი ელექტრონული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) ქართულ ენაზე თარგმნა სააგენტოს მიერ − 20 ლარი; ძ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მიღებული დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ვადაზე ადრე დაშვება (დაჩქარებული მომსახურება) − 30 ლარი; ძ 1 ) პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ვადაზე ადრე დაშვება (დაჩქარებული მომსახურება) − 160 ლარი; წ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული იმ დოკუმენტის ასლის დამზადება და დედანთან იდენტურობის დამოწმება, რომლის დედნის საქმისწარმოების მასალებში დარჩენა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, – ერთი დოკუმენტი 5 ლარი; ჭ) სააგენტოს არქივში დაცული ერთი დოკუმენტის დამოწმებული ასლის გაცემა – 5 ლარი; ხ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 35 ლარი; ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 55 ლარი; ჰ) სააგენტოს ვებგვერდზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის პროგრამის ანალოგიური სავარჯიშო პროგრამით ერთჯერადად სარგებლობა − 2 ლარი; ჰ 1 ) ლიზინგის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია − 50 ლარი; ჰ 2 ) ლიზინგის მოწმობის გაცემა − 50 ლარი; ჰ 3 ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი; ჰ 4 ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი; ჰ 5 ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი. [ ჰ 6 ) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა – 50 ლარი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] შენიშვნა:
