მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 50. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მიზნებისათვის მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონვენციის შესაბამისად. STCW-ის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ცალკეული კატეგორიების მეზღვაურებისათვის შეიძლება განისაზღვროს სამედიცინო მოწმობის მოქმედების განსხვავებული ვადები.

2.დასაშვებია მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის არაუმეტეს 3 თვით გაგრძელება. თუ მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა რეისის განმავლობაში ამოიწურა, ეს მოწმობა ძალაში დარჩება მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს საშუალება ექნება, უფლებამოსილი ექიმისგან მეზღვაურის ახალი სამედიცინო მოწმობა მიიღოს.

3.სააგენტოს უფლება აქვს, გადაუდებელ შემთხვევაში დაუშვას მეზღვაურის მოქმედი სამედიცინო მოწმობის არმქონე მეზღვაური სამუშაოზე მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3044 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 17 ნოე. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 ივლ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
251920⁴433337749386112850
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საქართველოს მოქალაქეთა…კერძო დაცვითი საქმიანო…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა