კონკურენციის შესახებ

მუხლი 33. ჯარიმა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 20 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 10%-ს.

3.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ეკონომიკურ აგენტს აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს. ამ პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა მისი ფიზიკური პირისთვის ან სხვა პირისთვის დაკისრების შემთხვევაში, რომელიც ამ კანონის მიზნებისთვის არ არის მიჩნეული ეკონომიკურ აგენტად, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს.

4.ამ კანონის 11​ 1 მუხლის პირველი, მე-11 ან მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 5%-ს, ხოლო ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

5.ამ კანონის 11 3 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 1%-ს, ხოლო აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის განმეორების შემთხვევაში − სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 3%-ს.

6.ამ კანონის 25-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო ეკონომიკურ აგენტს აკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.

6¹.ამ კანონის 25-ე მუხლის 8 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო შესაბამისი დარღვევის განმეორებისას − 20 000 ლარის ოდენობით.

6².ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივ შემოსავალს, ხოლო თუ ეკონომიკური აგენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წელს, ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს ეკონომიკური აგენტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციიდან სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებულ ერთობლივ შემოსავალს.

7.ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი დარღვევით გამოწვეული ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე.

8.ამ მუხლის მე-3, მე-4 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო საკითხს შეისწავლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, რისთვისაც იგი იყენებს ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ სათანადო უფლებამოსილებას.

9.პირი/მხარე ვალდებულია ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

10.ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსასრულებლად მიექცევა.

11.ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, გამოიყენოს ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომა. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3754 – ვებგვერდი, 11.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2021 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 დეკ. 2023

    33-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში ჯარიმის გამოსათვლელი ბაზა წლიური ბრუნვიდან ერთობლივ შემოსავალზე გადავიდა, მე-4 პუნქტში დაემატა ფიზიკური პირის 10 000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო 6¹ და 6² პუნქტებით დაწესდა ადგილზე შემოწმებისთვის ხელის შეშლის ჯარიმა და ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის წესი.

  2. · გამოქვეყნდა 21 სექ. 2020

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
171107⁶427277182225932231533420833
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონკურენციის შესახებმომხმარებლის უფლებების…ელექტრონული კომერციის …მაუწყებლობის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა