დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37³. ჯარიმა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

2.თუ დამსაქმებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად უზრუნველყოფს განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის (მისი არსებობის შემთხვევაში) გადახდას, მისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ამავე პუნქტით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში სამართალდამრღვევი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას.

3.საპენსიო შენატანის (შენატანების) განხორციელების ვალდებულების დარღვევად არ მიიჩნევა: ა) დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/დაზუსტება, რომლის გათვალისწინებითაც იგი ამ კანონითა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით დროულად და ჯეროვნად განახორციელებს საპენსიო შენატანს (შენატანებს); ბ) 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის − ამ კანონის 37 2 მუხლის შესაბამისად ინფორმაციების შედარების შედეგად შესამოწმებელ 1-თვიან პერიოდში იდენტიფიცირებული შეუსაბამობა, რომელიც გულისხმობს ერთი მონაწილის მიმართ განხორციელებულ და კანონის შესაბამისად განსახორციელებელ საპენსიო შენატანებს შორის სხვაობას არაუმეტეს 1 ლარისა; გ) 2025 წლის 1 მაისის შემდგომი პერიოდისთვის − შემთხვევა, როდესაც დამსაქმებლის მიერ საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით 1 საანგარიშო თვეში განსახორციელებელი საპენსიო შენატანების ჯამური ოდენობა 1 ლარს არ აღემატება.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5.დამსაქმებელს ჯარიმა შეიძლება დაეკისროს საპენსიო ფონდის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 2018 – 1 ივნ. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25291290⁷263316⁴37²37⁶37⁴34205637³
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…ელექტრონული კომერციის …პროდუქტის უსაფრთხოების…მომხმარებლის უფლებების…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა