Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 28

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 28. თუშეთის დაცული ლანდშაფტი

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 18 თებ. 2025
თემები:წყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუშეთის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დაცვის, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.

2.თუშეთის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია: ა) უნიკალური ეკოსისტემების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარება-დაღუპვისაგან დაცვა; ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლთა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება; გ) მაღალმთიანი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა; დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნება და განვითარება.

3.თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ: ა) გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა; ბ) მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; გ) თუშეთის ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების in-situ კონსერვაცია და აღდგენა; დ) რეკრეაციულ-ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობა; ე) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, მათ შორის, მხოლოდ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მშენებლობის მიზნით არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქალის ქვით) სარგებლობა, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; ვ) ტურიზმის განვითარებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა; ზ ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №477).

4.ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესაბამისად დაშვებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული აღდგენითი ღონისძიებების ან/და განაშენიანების ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4684 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.126 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5298 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №477 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2633 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2025 წლის 18 თებერვლის კანონი №292 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუშეთის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დაცვის, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის. 2. თუშეთის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია: ა) უნიკალური ეკოსისტემების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარება-დაღუპვისაგან დაცვა; ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლთა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება; გ) მაღალმთიანი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა; დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნება და განვითარება. 3. თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ: ა) გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვა, მოვლა-პატრონობა და აღდგენა; ბ) მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; გ) თუშეთის ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების in-situ კონსერვაცია და აღდგენა; დ) რეკრეაციულ-ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობა; ე) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა, მათ შორის, მხოლოდ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მშენებლობის მიზნით არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქალის ქვით) სარგებლობა, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; ვ) ტურიზმის განვითარებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა; ზ ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №477). 4. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესაბამისად დაშვებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული აღდგენითი ღონისძიებების ან/და განაშენიანების ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4684 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.126 საქართველოს 2011 წლის  24 ნოემბრის კანონი №5298 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის  25 მარტის კანონი №477 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014  წლის 1 აგვისტოს  კანონი №2633 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2025 წლის 18 თებერვლის კანონი №292 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 1 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მარ. 2025· გამოქვეყნდა 21 თებ. 2025
  2. 11 აგვ. 2014
  3. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013
  4. 5 დეკ. 2011
  5. 7 მაი. 2007

    28-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 18 თებ. 2025 · №19

  • 5 ცვლილება · ბოლო 21 თებ. 2025
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 20თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია
  • 8თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფართობი, მდებარეობა

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები
  • 5თრუსოს დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 8დაცული ლანდშაფტი
  • 1დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები
  • 5მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 5ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 39ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2083981352335528
მნიშვნელობით ახლოსთრუსოს დაცული ლანდშაფტ…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…დაცული ტერიტორიების სი…არაგვის დაცული ლანდშაფ…მაჭახელას დაცული ლანდშ…ტანისა და თეძმის დაცულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 18 თებ. 2025 · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026