Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 3

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 3. მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 სექ. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მაჭახელას დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად.

2.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე მაჭახელას ხეობის ტერიტორიის ბიოლოგიური, ლანდშაფტური და კულტურული მრავალფეროვნებისა და დიდი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებების შენარჩუნების მიზნით ამ ტერიტორიას ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი და ეწოდება მაჭახელას დაცული ლანდშაფტი.

3.მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

4.მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია: ა) უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვა; ბ) უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის − შენარჩუნება; გ) ბუნებრივი ლანდშაფტისა და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ესთეტიკურ ღირებულებებსა და ტურისტულ რესურსებზე რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის (მოწყობის) ხელშეწყობა; დ) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება; ე) ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებისა და გარემოსდაცვითი საკითხების დაბალანსება ბუნებრივი გარემოს აქტიური დაცვითა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების შენარჩუნებით; ვ) არსებულ დაცულ ტერიტორიებს (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო დაცულ ტერიტორიებს) შორის ეკოლოგიური დერეფნის ფუნქციის შესრულება.

5.ამ კანონით გათვალისწინებული მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2022-09-30

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
  • 5მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
  • 6მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 28თუშეთის დაცული ლანდშაფტი

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნა და მისი მიზნები

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 8დაცული ლანდშაფტი
  • 1დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები

მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ

  • 1ძირითადი დებულებანი
  • 3მაჭახელას ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 39ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 48დაცული ტერიტორიების სისტემის შექმნის მიზანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2839814813332563
მნიშვნელობით ახლოსმაჭახელას დაცული ლანდშ…არაგვის დაცული ლანდშაფ…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…დაცული ტერიტორიების სი…მაჭახელას ეროვნული პარ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 სექ. 2022