„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ
რედაქცია №10 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 16 დეკ. 2022
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისაგან.
