„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფუნქციონირებასთან, სახელმწიფო ხელშეწყობასთან, მათი საქმიანობის მონიტორინგთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
