Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებმუხლი 10

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

მუხლი 10. აკადემიის წევრები და აკადემიის სტიპენდიატები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹34567

1.აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა  არ უნდა აღემატებოდეს სამოცდაათს, აკადემიის წევრ-კორესპონდენტების საერთო რაოდენობა − ოცდაათს, ხოლო აკადემიის სტიპენდიატების საერთო რაოდენობა − ათს.

2.აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.

2¹.აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.

3.საპატიო აკადემიკოსად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საყოველთაოდ აღიარებული მოღვაწე, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მეცნიერების ან/და კულტურის განვითარებაში.

4.აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება აირჩეს გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე − უცხო ქვეყნის მოქალაქე.

5.აკადემიის სტიპენდიატად შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია.

6.აკადემიის სტიპენდიატად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 50 წელს აღემატება. იგი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს და უნდა მოღვაწეობდეს საქართველოში. პირი აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

7.აკადემიის წევრ-კორესპონდენტს აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევის შემთხვევაში ავტომატურად უწყდება აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსი. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5575 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4278 – ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა  არ უნდა აღემატებოდეს სამოცდაათს, აკადემიის წევრ-კორესპონდენტების საერთო რაოდენობა − ოცდაათს, ხოლო აკადემიის სტიპენდიატების საერთო რაოდენობა − ათს. 2. აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში. 2 1 . აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში. 3. საპატიო აკადემიკოსად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საყოველთაოდ აღიარებული მოღვაწე, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მეცნიერების ან/და კულტურის განვითარებაში. 4. აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება აირჩეს გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე − უცხო ქვეყნის მოქალაქე. 5. აკადემიის სტიპენდიატად შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია. 6. აკადემიის სტიპენდიატად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 50 წელს აღემატება. იგი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს და უნდა მოღვაწეობდეს საქართველოში. პირი აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 7. აკადემიის წევრ-კორესპონდენტს აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევის შემთხვევაში ავტომატურად უწყდება აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსი. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5575 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4278 – ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 27 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2009 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 27 ივნ. 2024

    მე-10 მუხლის პირველ პუნქტში ზღვრები დადგინდა ცალ-ცალკე ნამდვილი წევრებისთვის, წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატებისთვის; დაემატა წევრ-კორესპონდენტის არჩევის კრიტერიუმების პუნქტი, ხოლო მე-7 პუნქტი ახლა სტატუსის ავტომატურ შეწყვეტას ადგენს.

  2. 28 თებ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2025 · №13

  • 2 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2024
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

  • 11აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევა
  • 12აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტისა და აკადემიის სტიპენდიატის ანაზღაურება
  • 16საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მისი ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და წევრ - კორესპონდენტები

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 20აკადემიური საბჭოს არჩევა
  • 37¹უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი
  • 35აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 5კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები
  • 6კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება
  • 39გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 10⁷სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 84საბჭოს წევრთა დანიშვნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
121116563910⁷23³2037¹358410
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მეცნიერება…უმაღლესი განათლების შე…სახელმწიფო კომპენსაციი…მეცნიერების, ტექნოლოგი…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026