Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებმუხლი 5

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

მუხლი 5. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები

რედაქცია №77 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება.

2.ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრებს; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს; გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს; დ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს; დ 1 ) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს ; დ 2 ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომ − ცესკო) წევრებს; ე) სამხედრო ორგანოებიდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს; [ ე) სამხედრო ორგანოებიდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებიდან), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, ამავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებიდან/დანაყოფებიდან (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) 2005 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 10 იანვრამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან 2015 წლის 10 იანვრიდან 2016 წლის 2 სექტემბრამდე დათხოვნილ პირებს, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან)] ე 1 ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1714) ; ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ თანამშრომლებს; ზ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებს; თ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს; ი) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს; ი 1 ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური სამსახურის მოსამსახურეებს; კ) მეცნიერებს; ლ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს; მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშვიდობო ოპერაციის/საერთაშორისო ოპერაციის ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს; ნ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს; ო) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1 1 პუნქტით , „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტითა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; პ ) „ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ “ საქართველოს კანონის 66- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის , აგრეთვე საქართველოს პრემიერ - მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი მეხანძრე - მაშველის ოჯახის წევრებს; ჟ ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების იმ თანამშრომლების ოჯახის წევრებს , რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო / სამაშველო სამუშაოებში ან რომლებსაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება .

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2798 - სსმ I, № 8, 24.03.2006წ., მუხ. 63 საქართველოს 2006 წლის 1 3 ოქტომბრის კანონი №3567 - სსმ I, № 41, 01.11.2006წ., მუხ. 282 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4277 - სსმ I, № 51, 31.12.2006წ., მუხ. 436 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4384 -ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550– ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №378 – ვებგვერდი, 27.03.2013წ. საქართველოს 2013 წლის 25 ივლისის კანონი №866 - ვებგვერდი, 19.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 დეკემბრის კანონი №1896 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2242 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2359 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3527 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3894 - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3934 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5598 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1714 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2621 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3120 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3292 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3616 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3816 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4079 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4078 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4247 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4248 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4399 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 17 აპრილის კანონი №4500 – ვებგვერდი, 24.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4545 – ვებგვერდი, 10.05.201 9 წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4895 – ვებგვერდი, 28.06.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4985 – ვებგვერდი, 23.09.2019წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №611 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1328 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 20 ოქტომბრის კანონი №1926 – ვებგვერდი, 28.10.2022წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3518 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3703 – ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4008 – ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 3 აპრილის კანონი №4098 – ვებგვერდი, 18.04.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №335 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1334 – ვებგვერდი, 25.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/5 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 ოქტ. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025
  2. 6 მარ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №77

  • 2 ცვლილება · ბოლო 25 დეკ. 2025
  • ციტირებულია 10 მუხლი
  • 45 რედაქცია
  • 13 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 17მუხლი 21მუხლი 31მუხლი 39მუხლი 41მუხლი 7სახელმწიფო პენსიის… 7სახელმწიფო დაცვის … 17საქართველოს საბიუჯ… 39პოლიციის შესახებ 50საქართველოს სახელმ… 41სამოქალაქო უსაფრთხ… 66

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16მუხლი 17მუხლი 18მუხლი 22¹მუხლი 37¹მუხლი 37²მუხლი 41¹მუხლი 7მუხლი 8სახელმწიფო პენსიის… 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 6კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება
  • 31კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეწყვეტა
  • 26კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 3სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლების რეალიზაცია
  • 2სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლები
  • 1სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 70საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესი
  • 77მოსამართლის კომპენსაციის გაანგარიშება

სახელმწიფო პენსიის შესახებ

  • 5პენსიაზე უფლების წარმოშობა

მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ

  • 16

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 18³

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 41ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1731711213941165717395041665
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…სახელმწიფო პენსიის შეს…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს საბიუჯეტო …პოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №77 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026