Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებმუხლი 16

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

მუხლი 16. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, მისი ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და წევრ - კორესპონდენტები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფლებამონაცვლე.

2.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები და წევრ-კორესპონდენტები, უცხოელი და საპატიო წევრები ავტომატურად იძენენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრებისა (აკადემიკოსებისა) და წევრ-კორესპონდენტების, საპატიო აკადემიკოსებისა და აკადემიის უცხოელი წევრების სტატუსს.

3.ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი არ ვრცელდება აკადემიის იმ ნამდვილ წევრებსა (აკადემიკოსებსა) და წევრ-კორესპონდენტებზე, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან ან დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა.

4.საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდება მიღებულ უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 6 თვისა.

5.აკადემიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევნები ამ კანონისა და ახალი წესდების საფუძველზე იმართება წესდების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

6.(ამოღებულია - 13.06.2024, №4278).

7.(ამოღებულია).

8.(ამოღებულია).

9.საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ოპტიმიზაციისა და აკადემიისთვის ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №532 - სსმ I, №34, 04.12.2008 წ., მუხ.214 საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4278 – ვებგვერდი, 27.06.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფლებამონაცვლე. 2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები და წევრ-კორესპონდენტები, უცხოელი და საპატიო წევრები ავტომატურად იძენენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრებისა (აკადემიკოსებისა) და წევრ-კორესპონდენტების, საპატიო აკადემიკოსებისა და აკადემიის უცხოელი წევრების სტატუსს. 3. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი არ ვრცელდება აკადემიის იმ ნამდვილ წევრებსა (აკადემიკოსებსა) და წევრ-კორესპონდენტებზე, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან ან დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა. 4. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წესდება მიღებულ უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 6 თვისა. 5. აკადემიის ახალი ხელმძღვანელობის არჩევნები ამ კანონისა და ახალი წესდების საფუძველზე იმართება წესდების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. 6. (ამოღებულია - 13.06.2024, №4278). 7. (ამოღებულია). 8. (ამოღებულია). 9. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 ივნისამდე წარმოადგინოს წინადადებები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ოპტიმიზაციისა და აკადემიისთვის ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემის შესახებ. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №532 - სსმ I, №34, 04.12.2008 წ., მუხ.214 საქართველოს 2024 წლის 13 ივნისის კანონი №4278 – ვებგვერდი, 27.06.2024წ. მუხლი 16 1 . საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფო დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები – დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს. 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დანიშნულება და ამოცანები, მისი უფლებები, მართვა, სტრუქტურა და წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით, რომელსაც იღებს და ამტკიცებს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ, მათ შორის, დამხმარე ეკონომიკურ, საქმიანობას. 5. სახელმწიფო აფინანსებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იმ აკადემიკოსებსა და წევრ-კორესპონდენტებს, რომელთაც ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი, ამასთანავე, ამ კანონის მიღებამდე მოქმედი აკადემიკოსის გამოთავისუფლებულ ადგილზე ამ კანონის მიღებამდე არსებული წევრ-კორესპონდენტის არჩევის შემთხვევაში იგი ღებულობს აკადემიკოსის ანაზღაურებას. 5 1 . საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უფლებამოსილია აირჩიოს სტიპენდიატები . 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ენიშნებათ ყოველთვიური ანაზღაურება შესაბამისად არანაკლებ 1400 და 900 ლარისა. 7. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის დაკარგვის ან საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად წასვლის შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს და წევრ-კორესპონდენტს უწყდებათ ყოველთვიური ანაზღაურება. 8. თუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან წევრ-კორესპონდენტი იმავდროულად არის ან გახდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, იგი ანაზღაურებას იღებს მხოლოდ ერთი დაწესებულებიდან. 8 1 . საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი , რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია . 8 2 . საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა საქართველოს მოქალაქე , რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და რომლის ასაკი 50 წელს არ აღემატება . პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა 5 წლის ვადით . ერთი და იმავე პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ . საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებით . 8 3 . საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების საერთო რაოდენობა 10- ს არ უნდა აღემატებოდეს . 8 4 . საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 900 ლარის ოდენობით . 8 5 . საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს ამ მუხლის 8 4 პუნქტით გათვალისწინებული სტიპენდია შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის , საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოში სამეცნიერო მოღვაწეობის შეწყვეტის შემთხვევაში. 9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ მუხლითა და აკადემიის წესდებით. 11. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა არ აღემატება ოცდაათს. ამ კანონის ამოქმედებიდან წყდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტების არჩევა. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №532 - სსმ I, №34, 04.12.2008 წ., მუხ.214 საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1881 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3054 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4272 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №352 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3838 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 27 ივნ. 2024

    მე-16 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულია — წევრ-კორესპონდენტების არჩევის შეწყვეტის ნორმა აღარ მოქმედებს.

  2. 28 თებ. 2018
  3. 1 იან. 2009· გამოქვეყნდა 4 დეკ. 2008

    მე-16 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულია. დაემატა მე-9 პუნქტი, რომლის მიხედვით მთავრობამ 2009 წლის 1 ივნისამდე უნდა წარმოადგინოს წინადადებები აკადემიის ოპტიმიზაციისა და ქონების გადაცემის შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 16¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2025 · №13

  • 3 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2024
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ

  • 3აკადემიის სამართლებრივი სტატუსი
  • 11აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევა
  • 10აკადემიის წევრები და აკადემიის სტიპენდიატები

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 20აკადემიური საბჭოს არჩევა
  • 37¹უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი
  • 36აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 6მეცნიერთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი გაერთიანებანი
  • 10⁷სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 39გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები
  • 5კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები
  • 41ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 40¹აკადემიის სტატუსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40¹123111039541610⁷2037¹3616
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მეცნიერება…უმაღლესი განათლების შე…მეცნიერების, ტექნოლოგი…სახელმწიფო კომპენსაციი…დიპლომატიური სამსახური…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026