Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებმუხლი 39

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

მუხლი 39. გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები

რედაქცია №76 კონსოლიდირებული · 28 აპრ. 2026
თემები:აკადემიური პერსონალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹34567

1.გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა მეცნიერებზე, აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებულ სხვა პირებზე – ამავე მუხლით დადგენილი წესით.

2.ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება: ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან ან/და რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებზე და იმ დამხმარე პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობაში; ბ) სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გამოთავისუფლებულ სამეცნიერო თანამდებობებზე დასაქმებულ პირებზე, აგრეთვე იმ პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სამეცნიერო საქმიანობაში.

2¹.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობათა ნუსხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნორმატიული აქტით.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია მიიღონ ამ მუხლით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ სამეცნიერო ან აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის (სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის) არანაკლებ 20 წლის სტაჟი და არიან 50 წლის ან მეტი ასაკის, გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან: ა) პირადი სურვილით, თუ პირს აქვს შესაბამის დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე გადაყვანასთან, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებასთან ან სახელმწიფო/საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

4.ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება 2005 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გათავისუფლებულ პირებზე.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს: ა) 80%-ის ოდენობით – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის; ბ) 60%-ის ოდენობით – მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მქონე პირთათვის და უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებში დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდების მქონე პირთათვის; გ) 40%-ის ოდენობით – სხვა პირთათვის.

6.ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია გაიცემა ამავე მუხლით განსაზღვრული პირების შესაბამისი სამეცნიერო, აკადემიური (სამეცნიერო-პედაგოგიური) ან დამხმარე თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 5 კალენდარული წლის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2011 წლის 31 დეკემბრისა.

7.ამ კანონის ამოქმედებამდე ამ მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე მიღებული დაფინანსება, გარდა შრომითი ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული დაფინანსებისა, ჩაითვლება ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ სახელმწიფო აკადემიურ სტიპენდიად და მისი გაცემა გაგრძელდება, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიისა. ამასთანავე, ამ კანონის ამოქმედებამდე დანიშნული აკადემიური სტიპენდიის გადაანგარიშება განხორციელდება ამ მუხლების შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4132 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.363 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4175 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.364

წინა მუხლი 38¹შემდეგი მუხლი 40

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აკადემიური პერსონალის უვადო კონტრაქტებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-28 · №76

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 5მუხლი 7მუხლი 13

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 5კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები
  • 31კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  შეწყვეტა
  • 30კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  შეჩერება და განახლება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 37²სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
  • 36აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები
  • 41ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება

მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ

  • 8გარდამავალი დებულებანი
  • 3შრომის ანაზღაურება და სტიმულირება
  • 4დამატებითი სოციალური გარანტიები

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 10⁷სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
  • 11სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შრომითი ურთიერთობები

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 3სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლების რეალიზაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8345713313010⁷1137²3641339
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო კომპენსაციი…უმაღლესი განათლების შე…მეცნიერთა სოციალური უზ…მეცნიერების, ტექნოლოგი…სამხედრო, შინაგან საქმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 აპრ. 2026