Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპოლიციის შესახებმუხლი 27

პოლიციის შესახებ

მუხლი 27. ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹2345

1.პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ფორმის ტანსაცმელზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, გზაზე, შენობის გარე პერიმეტრზე, საქართველოს სასაზღვრო ზონაში, საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საქართველოს საზღვაო სივრცეში დაამონტაჟოს/განათავსოს და გამოიყენოს ფოტოვიდეოტექნიკა/აღჭურვილობა ან მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ტექნიკური აღჭურვილობა, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა, კერძოდ: ა) დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით; ბ) საგზაო მოძრაობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად; გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის, აგრეთვე სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და პირის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად; დ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ქონებისთვის შექმნილი საფრთხის დროულად გამოვლენის მიზნით.

1¹.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟება/განთავსება, აგრეთვე აღნიშნული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები და ექსპლუატაციის წესი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული ბრძანებით განსაზღვრულ შეზღუდული რაოდენობის საგზაო მონაკვეთზე პოლიცია უფლებამოსილია თავის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს/განათავსოს ფოტო- და ვიდეოტექნიკა და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყო. ამ შემთხვევაში ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესაძლო გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიეთითება შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა (შესასვლელებსა) და გამოსასვლელში (გამოსასვლელებში). პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენებისას საგზაო მონაკვეთზე ინფორმაციის მითითება საჭირო არ არის.

4.პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/ განთავსებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენება (უშუალოდ გადაღება) დასაშვებია მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საგზაო მონაკვეთზე. პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, აგრეთვე არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია უნდა განადგურდეს მისი მოპოვებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ასახავს და მისი დაარქივება ხდება სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ მოპოვებული ინფორმაცია დანაშაულის შესახებ მონაცემებს შეიცავს, ინფორმაციის ამოღება ხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

5.პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების საკითხები, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №713 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5613 – ვებგვერდი, 24.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი №1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ.

წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-17 · №45

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პოლიციის შესახებ

  • 18პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები
  • 28ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება
  • 60გარდამავალი დებულებანი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 176³ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ან/და ექსპლუატაციის  წესის დარღვევა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 40საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სპეციალურ საშულებათა გამოყენება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18²დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

იარაღის შესახებ

  • 25იარაღის გამოყენება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 11ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალის განხორციელება
  • 12საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეო თვალთვალი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 17ფოტოები და ვიდეოჩანაწერი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 33ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილება

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 12ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1225176³4018²1112182860173327
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…პოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…დაცული ტერიტორიების სი…იარაღის შესახებპერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 მარ. 2026