Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებმუხლი 40

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

მუხლი 40. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და სპეციალურ საშულებათა გამოყენება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023
თემები:სახელმწიფო და კონსტიტუციური დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები და საქართველოს თავდაცვის ძალები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული შემოჭრის მოსაგერიებლად, საჰაერო ტრანსპორტისა და სანაოსნო ტრანსპორტის საზღვარგარეთ გატაცების მცდელობის აღსაკვეთად (თუ მასში მგზავრები არ იმყოფებიან) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იყენებენ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას.

2.იარაღი და საბრძოლო ტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) პირის, საჰაერო, სანაოსნო და სხვა სახის ტრანსპორტის წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევით; მის მიერ ძალის გამოყენების საპასუხოდ, თუ დარღვევის აღკვეთა და დამრღვევის დაკავება სხვა საშუალებით შეუძლებელია; ბ) ადამიანთა თავდასხმისაგან დასაცავად, რომელიც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება; გ) მძევლების გასათავისუფლებლად; დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მომსახურე პირებზე თავდასხმის აღსაკვეთად; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფზე ან ობიექტზე თავდასხმის, მათ შორის, სანაოსნო საშუალებასა და საჰაერო ხომალდზე შეიარაღებული თავდასხმის, აღსაკვეთად.

3.იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენებას აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს გაფრთხილება მათი გამოყენების შესახებ.

4.იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გაუფრთხილებლად გამოყენება შეიძლება სამხედრო მოსამსახურეებსა და სხვა მოქალაქეებზე მოულოდნელი ან შეიარაღებული თავდასხმისას, საჰაერო, სანაოსნო და სხვა სახის ტრანსპორტზე საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით თავდასხმისას, იარაღით წინააღმდეგობის გაწევისას, დაკავებულ პირთა იარაღით გაქცევისას და მძევლების გასათავისუფლებლად.

5.სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ იარაღი გამოიყენონ განგაშის ან დახმარების სიგნალის მიღებისას, აგრეთვე ცხოველთა გაუვნებელსაყოფად, თუ ისინი ემუქრებიან სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

6.აკრძალულია იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენება: ა) ორსულობის, მცირეწლოვანების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან პოლიციელის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვა ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია; ბ) იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით ან შემთხვევით უკანონოდ გადაკვეთეს ან ცდილობდნენ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

7.იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.

8.საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვაში, შეუძლიათ იარაღი და საბრძოლო ტექნიკა გამოიყენონ ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

9.სპეციალურ საშუალებათა (ხელბორკილი, რეზინის ხელკეტი, ცრემლმდენი საშუალებანი, ტრანსპორტის იძულებით შემაჩერებელი მოწყობილობანი და სხვა), ფიზიკური ძალის, საბრძოლო ილეთების, სასამსახურო ძაღლების გამოყენება ხდება „პოლიციის შესახებ“ და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.

10.სრული სია სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს შეიარაღებაში, განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 616 - სსმ I, № 35 , 05 .

12 .200 8 წ., მუხ. 222 საქართველოს 20 10 წლის 27 აპრილ ის კანონი № 3020 - სსმ I, № 23 , 04 .

05 .20 10 წ., მუხ. 139 საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3926 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3593 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. თავი V. პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

რედაქციების შედარება

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები და საქართველოს თავდაცვის ძალები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული შემოჭრის მოსაგერიებლად, საჰაერო ტრანსპორტისა და სანაოსნო ტრანსპორტის საზღვარგარეთ გატაცების მცდელობის აღსაკვეთად (თუ მასში მგზავრები არ იმყოფებიან) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იყენებენ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას. 2. იარაღი და საბრძოლო ტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) პირის, საჰაერო, სანაოსნო და სხვა სახის ტრანსპორტის წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა ან ცდილობდა გადაეკვეთა ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევით; მის მიერ ძალის გამოყენების საპასუხოდ, თუ დარღვევის აღკვეთა და დამრღვევის დაკავება სხვა საშუალებით შეუძლებელია; ბ) ადამიანთა თავდასხმისაგან დასაცავად, რომელიც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება; გ) მძევლების გასათავისუფლებლად; დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მომსახურე პირებზე თავდასხმის აღსაკვეთად; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფზე ან ობიექტზე თავდასხმის, მათ შორის, სანაოსნო საშუალებასა და საჰაერო ხომალდზე შეიარაღებული თავდასხმის, აღსაკვეთად. 3. იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენებას აუცილებლად წინ უნდა უსწრებდეს გაფრთხილება მათი გამოყენების შესახებ. 4. იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გაუფრთხილებლად გამოყენება შეიძლება სამხედრო მოსამსახურეებსა და სხვა მოქალაქეებზე მოულოდნელი ან შეიარაღებული თავდასხმისას, საჰაერო, სანაოსნო და სხვა სახის ტრანსპორტზე საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით თავდასხმისას, იარაღით წინააღმდეგობის გაწევისას, დაკავებულ პირთა იარაღით გაქცევისას და მძევლების გასათავისუფლებლად. 5. სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ იარაღი გამოიყენონ განგაშის ან დახმარების სიგნალის მიღებისას, აგრეთვე ცხოველთა გაუვნებელსაყოფად, თუ ისინი ემუქრებიან სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 6. აკრძალულია იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენება: ა) ორსულობის, მცირეწლოვანების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნებისქალებისა მქონედა პირთაარასრულწლოვანთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს,როცა რაცმათი საფრთხესმხრიდან უქმნისხდება სხვაშეიარაღებული პირისთავდასხმა ან პოლიციელის სიცოცხლესიარაღით ანწინააღმდეგობის ჯანმრთელობას,გაწევა თუიმ ასეთისაჰაერო, თავდასხმისასანაოსნო და წინააღმდეგობის სხვა ხერხებითასახის დატრანსპორტზე, საშუალებებითრომლებშიც მოგერიებამგზავრები შეუძლებელია;იმყოფებიან; ბ) იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით ან შემთხვევით უკანონოდ გადაკვეთეს ან ცდილობდნენ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. 7. იარაღისა და სპეციალურისაბრძოლო საშუალებებისტექნიკის გამოყენების წესი განისაზღვრება „იარაღის„ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითაკანონისა და „სახელმწიფო,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.წესის“ შესაბამისად. 8. საქართველოს თავდაცვის ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვაში, შეუძლიათ იარაღი და საბრძოლო ტექნიკა გამოიყენონ ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. 9. სპეციალურ საშუალებათა (ხელბორკილი, რეზინის ხელკეტი, ცრემლმდენი საშუალებანი, ტრანსპორტის იძულებით შემაჩერებელი მოწყობილობანი და სხვა), ფიზიკური ძალის, საბრძოლო ილეთების, სასამსახურო ძაღლების გამოყენება ხდება „პოლიციის შესახებ“ და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. 10. სრული სია სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს შეიარაღებაში, განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 200 8 წლის 5 დეკემბრ ის კანონი № 616 - სსმ I, № 35 , 05 . 12 .200 8 წ., მუხ. 222 საქართველოს 20 10 წლის 27 აპრილ ის კანონი № 3020 - სსმ I, № 23 , 04 . 05 .20 10 წ., მუხ. 139 საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3926 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3593 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. თავი V. პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 დეკ. 2021
  2. 21 ნოე. 2018
  3. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  4. 4 მაი. 2010
  5. 5 დეკ. 2008
  6. 1 ივნ. 2006
  7. 25 დეკ. 2004
წინა მუხლი 39შემდეგი მუხლი 41

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (მუხლი 344)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-28 · №37

0
ციტირებულია მუხლი
7
ცვლილება
ბოლო 2021-12-30
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 35საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებამოსილებანი
  • 32საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა
  • 13საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3⁴—
  • 3⁵—
  • 3³—

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
  • 12სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18²დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

იარაღის შესახებ

  • 11სამხედრო-საბრძოლო იარაღი
  • 25იარაღის გამოყენება
  • 20იარაღის შენახვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
112520353213151218²3⁴3⁵3³40
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო დაცვის სპეც…დაცული ტერიტორიების სი…იარაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 ივნ. 2023