1.ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შევიდეს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში, ჩაატაროს მათი შემოწმება, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შეტყობინების ლოკალური სისტემების გამოცდა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზედამხედველობის სხვა ღონისძიებები;
ა
1
) შემოწმების პროცესში გამოიყენოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ვიდეოგადამღები ტექნიკა. აღნიშნული ტექნიკის გამოყენების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით;
ბ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გასცეს სათანადო მიწერილობა გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის ან ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში − შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი;
დ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულს წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;
ე) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715);
ვ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა და გააფორმოს სათანადო აქტი;
ზ) მიმართოს სასამართლოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
2.სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სააგენტოს ობიექტების მიმართ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №770 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:ა) შევიდეს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში, ჩაატაროს მათი შემოწმება, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შეტყობინების ლოკალური სისტემების გამოცდა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზედამხედველობის სხვა ღონისძიებები;ა1) შემოწმების პროცესში გამოიყენოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ვიდეოგადამღები ტექნიკა. აღნიშნული ტექნიკის გამოყენების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით;ბ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გასცეს სათანადო მიწერილობა გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის ან ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში − შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი;დ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულს წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;ე) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715);ვ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში; საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა და გააფორმოს სათანადო აქტი;ზ) მიმართოს სასამართლოს სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, თუ გამოვლინდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.2. სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სააგენტოს ობიექტების მიმართ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №770 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №13 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
· გამოქვეყნდა 16 სექ. 2022
პირველ პუნქტში ზედამხედველობის ორგანოს უფლებებს დაემატა ვიდეოგადამღები ტექნიკის გამოყენება შემოწმებისას (ა¹), ხოლო „ე“ ქვეპუნქტი — ხანძრის მიზეზების შესწავლა — ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
პირველ პუნქტში „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია „გუბერნატორი“; მე-2 პუნქტში იცვლება იმ უწყებათა ჩამონათვალი, რომელთა ობიექტებზეც სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება კანონმდებლობით: დაემატა სამინისტრო, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროები ჩანაცვლდა იუსტიციის სამინისტროთი და სპეციალური პენიტენციური სამსახურით.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.