1.სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში ყოფნისას პირი ვალდებულია:
ა) უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საშვი, პირადობის დამადასტურებელი და ტრანსპორტის სათანადო დოკუმენტები;
ბ) დაემორჩილოს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას;
გ) შეიარაღებული პირ(ებ)ის, იარაღის, საბრძოლო მასალების ან სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნის/ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“;
დ) გაუფრთხილდეს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში არსებულ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას, ასევე, თავი შეიკავოს ისეთი ქმედების განხორციელებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება ან განადგურება;
ე) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
2.სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში ყოფნისას პირს ეკრძალება:
ა) ისეთი ქმედების განხორციელება, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;
ბ) ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყლის, ჰაერის ან/და ნიადაგის დაბინძურება;
გ) საქართველოს ან/და მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საზღვრის დაცვის ობიექტების, საზღვრის დაცვის საშუალებების, სასაზღვრო განწესების გადაადგილების ფოტო/ვიდეო/აერო გადაღება. აღნიშნული აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში პირი ვალდებულია, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნისთანავე წაშალოს/გაანადგუროს გადაღებული ფოტო/ვიდეომასალა;
დ) სასაზღვრო ნიშნებისა და საზღვრის დაცვის ობიექტების, სახელმწიფო საზღვრის კონტროლისა და დაცვის ტექნიკური საშუალებების დაზიანება ან განადგურება; ისეთი ქმედების განხორციელება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანება ან განადგურება;
ე) მოსაზღვრე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ნივთის მიღება ან მისთვის რაიმე ნივთის გადაცემა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ვ) უშუალოდ სახელმწიფო საზღვრის ხაზზე გადაადგილება;
ზ) სასაზღვრო რეჟიმითა და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სხვა ქმედება.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში ყოფნისას პირი ვალდებულია:
ა) უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საშვი, პირადობის დამადასტურებელი და ტრანსპორტის სათანადო დოკუმენტები;
ბ) დაემორჩილოს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას;
გ) შეიარაღებული პირ(ებ)ის, იარაღის, საბრძოლო მასალების ან სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნის/ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“;
დ) გაუფრთხილდეს სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში არსებულ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, ფლორასა და ფაუნას, ასევე, თავი შეიკავოს ისეთი ქმედების განხორციელებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება ან განადგურება;
ე) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
2. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში ყოფნისას პირს ეკრძალება:
ა) ისეთი ქმედების განხორციელება, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;
ბ) ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყლის, ჰაერის ან/და ნიადაგის დაბინძურება;
გ) საქართველოს ან/და მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საზღვრის დაცვის ობიექტების, საზღვრის დაცვის საშუალებების, სასაზღვრო განწესების გადაადგილების ფოტო/ვიდეო/აერო გადაღება. აღნიშნული აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში პირი ვალდებულია, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოთხოვნისთანავე წაშალოს/გაანადგუროს გადაღებული ფოტო/ვიდეომასალა;
დ) სასაზღვრო ნიშნებისა და საზღვრის დაცვის ობიექტების, სახელმწიფო საზღვრის კონტროლისა და დაცვის ტექნიკური საშუალებების დაზიანება ან განადგურება; ისეთი ქმედების განხორციელება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანება ან განადგურება;
ე) მოსაზღვრე სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ნივთის მიღება ან მისთვის რაიმე ნივთის გადაცემა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ვ) უშუალოდ სახელმწიფო საზღვრის ხაზზე გადაადგილება;
ზ) სასაზღვრო რეჟიმითა და საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სხვა ქმედება.
დანართი №7
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №456 – ვებგვერდი, 09.09.2021წ.
გამაფრთხილებელი ნიშნები
გამაფრთხილებელი ნიშანი
სასაზღვრო ზოლში ან/და ზონაში მყოფ პირს აუწყებს სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოების ან ტერიტორიაზე ყოფნის თაობაზე, რომელზე გადაადგილებაც შესაბამისი წესების დაცვას მოითხოვს.
გამაფრთხილებელი ნიშანი თავსდება სასაზღვრო ზოლში ან/და ზონაში. გამაფრთხილებელ ნიშანს აქვს უნიკალური ნომერი. გამაფრთხილებელი ნიშანი ორენოვანია და მოიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე:
„ყურადღება! სასაზღვრო ზონა!“ – როდესაც გამაფრთხილებელი ნიშანი თავსდება სასაზღვრო ზონაში;
„ყურადღება! სასაზღვრო ზოლი!“ – როდესაც გამაფრთხილებელი ნიშანი თავსდება სასაზღვრო ზოლში;
„საშვისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლა აკრძალულია“;
„ATTENTION! BORDER ZONE! (ATTENTION! BORDER LINE!) NO ENTRY WITHOUT SPECIAL PERMIT AND IDENTITY DOCUMENT“;
„სასაზღვრო პოლიცია“ / „BORDER POLICE, TEL.: (+995 ---------)“;
„112 – გადაუდებელი დახმარების ნომერი საქართველოში“;
„SINGLE EMERGENCY NUMBER IN GEORGIA“.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №10 · ძალაშია 2 ოქტ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
31 დეკ. 2013 – 9 სექ. 2021მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.