საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 12

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მთავრობის სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც.

2.მთავრობის სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.

3.მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.

4.მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.

5.მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვის, სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დგინდება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.

6.მთავრობის გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1345 - სსმ I , № 16 07.07. 2009 წ., მუხ. 81 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214 საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6628 - ვებგვერდი, 05.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. თავი V მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მთავრობის სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც. 2. მთავრობის სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი. 3. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. 4. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს. 5. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვის, სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დგინდება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა. 6. მთავრობის გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1345 - სსმ I , № 16 07.07. 2009 წ., მუხ. 81 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214 საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6628 - ვებგვერდი, 05.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. თავი V მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №47 · ძალაშია 18 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-12 მუხლში მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტებიდან ამოღებულია მე-7 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებული გამონაკლისი, სხდომის დახურულობის წესი გადავიდა მე-4 პუნქტში, ხოლო რეგლამენტის წესი — მე-5 პუნქტში.

  2. მე-12 მუხლიდან ამოღებულია 2¹, მე-4 და მე-7 პუნქტები (მინისტრის მიერ საკითხის გამოტანა, სხდომაში მონაწილეობა, კვორუმი და ხმათა დათვლა), ხოლო მე-6 პუნქტით რეგლამენტი ახლა გადაწყვეტილების მიღების წესსაც განსაზღვრავს.

  3. მე-12 მუხლს დაემატა 2¹ პუნქტი, რომლის მიხედვით მთავრობის კომპეტენციის საკითხს სხდომაზე განსახილველად გამოაქვს შესაბამის მინისტრს, სამინისტროს მმართველობის სფეროს მიხედვით.

  4. მე-8 პუნქტში „მთავრობის სხდომის გადაწყვეტილება“ შეიცვალა „მთავრობის გადაწყვეტილებით“; პრემიერ-მინისტრის ხელმოწერისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის წესი უცვლელია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6824¹325554141512132812
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს მთავრობის …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს განათლების…საქართველოს რესპუბლიკი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა