1.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის სამინისტროს ან სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი (გამგებლობაში არსებული) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება.
2.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.
3.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება შეიძლება შეიქმნას თავდაცვის, სამართალდამცავ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურის ან სხვა სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების შესასრულებლად.
4.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
5.სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
6.სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7.(ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
7¹.(ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
7².(ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
8.(ამოღებულია).
9.სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მმართველობის სფეროში შესაძლებელია შედიოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი , თუ ეს გათვალისწინებულია კანონით . ამ პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება .
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.185
საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1931 - სსმ I, №32 06.11.2009 წ., მუხ.194
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4068 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3994 - ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის სამინისტროს ან სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი (გამგებლობაში არსებული) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება.2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება შეიძლება შეიქმნას თავდაცვის, სამართალდამცავ, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურის ან სხვა სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების შესასრულებლად.4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.5. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს შესაბამისი მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას − ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.6. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.7. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).7 1 . (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).7 2 . (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).8. (ამოღებულია).9. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მმართველობის სფეროში შესაძლებელია შედიოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი , თუ ეს გათვალისწინებულია კანონით . ამ პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება .საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.185საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1931 - სსმ I, №32 06.11.2009 წ., მუხ.194საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1904 - სსმ I, №35 19.11.2009 წ., მუხ.214საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4068 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3994 - ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №813 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №49 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 8
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2025
· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2023
· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
25-ე მუხლის 7² პუნქტი ამოღებულია: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პრეზიდენტის მიერ დანიშვნისა და გათავისუფლების სპეციალური ნორმა მუხლიდან გაქრა.
· გამოქვეყნდა 6 ნოე. 2009
25-ე მუხლში დაემატა 7² პუნქტი, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის დანიშვნა-გათავისუფლება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა ფინანსთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული, წარდგინებით.
25-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულია — მთავრობის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის ნორმა აღარ მოქმედებს.
· გამოქვეყნდა 27 ოქტ. 2008
25-ე მუხლს დაემატა 7¹ პუნქტი, რომლის თანახმად მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი.
25-ე მუხლის მე-7 პუნქტში ამოღებულია სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო და წინადადებაში გადაადგილდა „მინისტრის წარდგინებით“ ფრაზა.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …თავდაცვის კოდექსისადაზვერვო საქმიანობის…მობილიზაციის შესახებ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა