Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამობილიზაციის შესახებმუხლი 7

მობილიზაციის შესახებ

მუხლი 7. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილებანი

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან შეთანხმებით ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების ოპერაციებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ახორციელებენ სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა შენახვას (სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ საცავებში), მომსახურებას და მასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას, აგრეთვე მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ახორციელებენ სამობილიზაციო მარაგის, სამობილიზაციო და სახელმწიფო რეზერვების მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე სურსათის, სამედიცინო საქონლის, ნავთობპროდუქტების ხელშეუხებელი, შეუმცირებელი მარაგების შექმნას, დაგროვებას, შენახვას, განახლებას; დ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნის მიზნით დებენ ხელშეკრულებებს საწარმოებთან, მათ მიერ სამობილიზაციო დავალებების (შეკვეთების) შესრულების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) ხელმძღვანელობენ მობილიზაციისათვის მზადყოფნას; ვ) ხელმძღვანელობენ თავიანთი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, ასევე მათდამი დაქვემდებარებული საწარმოების სამობილიზაციო მომზადების განხორციელებას; ზ) მონაწილეობენ სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში; თ) მონაწილეობენ სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში; ი) ორგანიზებას უწევენ სამობილიზაციო მომზადების და მობილიზაციის სამეცნიერო, მატერიალურ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას; კ) მართავენ სამობილიზაციო მომზადების პროცესს და კონტროლს უწევენ მის სტატისტიკურ ანგარიშგებას; ლ) მობილიზაციის გამოცხადებისას ორგანიზებას უწევენ თავდაცვის ძალების მობილიზაციის რეჟიმზე გადაყვანის ღონისძიებათა კონტროლს; მ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ორგანიზებას უწევენ საქართველოს ეკონომიკის შესაბამისი დარგების მობილიზაციის დროისათვის დაწესებული მუშაობის რეჟიმზე გადაყვანას; ნ) მობილიზაციისათვის მზადყოფნის პერიოდში ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, საქვეუწყებო დაწესებულებებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში მომუშავე რეზერვში მყოფ მოქალაქეთა სახალხო მეურნეობისათვის დაჯავშნის პროცესს; ო) ორგანიზაციას უწევენ სამობილიზაციო გაშლისა და სამობილიზაციო გეგმებით შესასრულებელ სწავლებასა და სასწავლო-საწვრთნელი ვარჯიშის ჩატარებას; პ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში ორგანიზაციას უწევენ სამობილიზაციო გეგმებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საჯარისო ტიპის ავტოკოლონების და სხვა სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჟ) უზრუნველყოფენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში მობილიზაციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას. საქართველოს 2005 წლის 10 ივნისის კანონი №1609 - სსმ I, №33, 01.07.2005 წ., მუხ.203 საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1389 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2622 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4090 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 2 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
  2. 21 ნოე. 2018

    მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში „ორგანიზაციას“ შეიცვალა „ორგანიზებით“, ხოლო „სამხედრო ძალები“ — „თავდაცვის ძალებით“.

  3. 1 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018

    მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში სამობილიზაციო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციებზე შეთანხმების ორგანოდ დასახელებულია სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო და არა საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

  4. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 14 დეკ. 2017

    მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად მითითებულია პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხოლო დეპარტამენტის სახელწოდებას დაემატა სიტყვა „სახელმწიფო“; „არსებულ“ შეიცვალა „მოქმედ“-ით.

  5. 9 ოქტ. 2013
  6. 1 ივლ. 2005

    მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში შეთანხმების პარტნიორის აღწერა შეიცვალა: დეპარტამენტი ახლა დასახელებულია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №15

  • 6 ცვლილება · ბოლო 28 დეკ. 2018
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 8მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მობილიზაციის შესახებ

  • 12სამობილიზაციო ორგანოები
  • 5¹საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

  • 4საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 7საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების უფლებამოსილებანი

თავდაცვის კოდექსი

  • 162საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 4

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 9რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში უფლებამოსილი სხვა აღმასრულებელი ხელისუფლებისდაწესებულებების კომპეტენციები

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 5

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 24აღმასრულებელი ხელისუფლება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 19²რეესტრიდან გამომდინარე სახელმწიფო, საბანკო და სხვა დაწესებულებების ვალდებულებები
  • 3სააღსრულებო დაწესებულებები

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 10სადაზვერვო დაწესებულებების უფლება-მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
589125¹419²341072491627
მითითებამნიშვნელობით ახლოსმობილიზაციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…საგზაო მოძრაობის შესახ…თავდაცვის კოდექსისაგანგებო მდგომარეობის…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 21 სექ. 2023 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026