1.თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განაჩენის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა დამსაქმებლის ადმინისტრაციისთვის, სადაც მსჯავრდებული მუშაობს.
2.დამსაქმებლის ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, ვალდებულია: ა) განაჩენის ასლისა და პრობაციის ბიუროდან მსჯავრდებულის თანამდებობიდან გათავისუფლების ან მისთვის საქმიანობის აკრძალვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა აცნობოს პრობაციის ბიუროს მიღებული ზომების თაობაზე; ბ) პრობაციის ბიუროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია სასჯელის აღსრულებასთან; გ) მსჯავრდებულთან შრომითი ხელშეკრულების შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს პრობაციის ბიუროს.

