1.გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განაჩენის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა იმ ორგანოსთვის, რომელიც უფლებამოსილია გააუქმოს გადაწყვეტილება გარკვეული საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე.
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანო ვალდებულია განაჩენის ასლისა და პრობაციის ბიუროს მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც მსჯავრდებულს ანიჭებდა გარკვეული საქმიანობის უფლებას, ჩამოართვას მას შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრობაციის ბიუროს.

