პენიტენციური კოდექსი

მუხლი 93. პენიტენციური დაწესებულების მოვალეობები მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას და სხვა გარემოებების არსებობისას

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის ან/და მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისთვის კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე 3 თვით ადრე წერილობით მიმართოს სააგენტოს დაწესებულების გარეთ აღნიშნული მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების შესახებ. მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში სამსახურსა და სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2.თავისუფლების აღკვეთის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს (შემდგომ − პრობაციის ბიურო) და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს აცნობებს მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.

3.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

3¹.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს იმ მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

3².პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაუყოვნებლივ აცნობოს იმ უცხოელი მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა.

4.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირს პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას განუმარტოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდვა (უფლების ჩამორთმევა).

5.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, ამ კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინება დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

6.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, ამ კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ, აგრეთვე ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №878 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1808 – ვებგვერდი, 29.06.2026წ. წიგნი III ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობა. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია თავი XVI ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2025 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 3 აპრ. 2025 – 1 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 26 დეკ. 2023 – 3 აპრ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026

    93-ე მუხლში დაემატა 3² ნაწილი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებას აკისრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დაუყოვნებლივ ინფორმირების ვალდებულებას გაძევებით შეცვლილი სასჯელის მქონე უცხოელი მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ.

  2. მე-2 ნაწილში გათავისუფლებამდე არაუგვიანეს 3 თვით ადრე ინფორმაციის მიმღები პრობაციის ბიურო ახლა სრულად არის დასახელებული როგორც სააგენტოს ტერიტორიული ორგანო; ინფორმირების ვალდებულება და ვადა უცვლელია.

  3. · გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

    93-ე მუხლს დაემატა 3¹ ნაწილი, რომლის მიხედვით დაწესებულება შსს-ს ატყობინებს გაძევებამისჯილი მსჯავრდებულის გათავისუფლებას ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7212281989598¹61212442918193
მნიშვნელობით ახლოსარასრულწლოვანთა მართლმ…სქესობრივი თავისუფლები…პენიტენციური კოდექსიამნისტიის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა