დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 44¹². მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების კონტროლი და ზედამხედველობა

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიურო.

2.მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და პრობაციის ოფიცრისა და სააგენტოს სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები. მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნეს იძულების ღონისძიებები.

3.მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესები და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №40 · ძალაშია 5 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2007 – 5 სექ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6628³44¹¹4415¹307¹165⁷142557¹57³4744¹²
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა