Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებმუხლი 44¹¹

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 44¹¹. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესი

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველყოფაზე, ამ თავის თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.

2.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

3.პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აღრიცხვაზე აჰყავს, განუმარტავს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვალდებულების შესრულების წესებსა და პირობებს და პერიოდულად აკონტროლებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველყოფა ხდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით.

5.მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მას ეკისრება.

6.თუ მსჯავრდებულს, რომელსაც დაკისრებული აქვს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვალდებულება, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ან სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის სააღსრულებო წარმოებას.

7.მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ სააღსრულებო საქმე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახება. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №986 – ვებგვერდი, 17.10.2025წ. მუხლი 44​ 12 . მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების კონტროლი და ზედამხედველობა 1. მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიურო.

2.მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და პრობაციის ოფიცრისა და სააგენტოს სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები. მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებულ იქნეს იძულების ღონისძიებები.

3.მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესები და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025წ. მუხლი 44​ 13 . მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა 1. მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში მისი საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული წარმოება წყდება.

2.მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულება შეწყდება, თუ იგი გადაიხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დაზარალებულის კომპენსაციას, მსჯავრდებული აანაზღაურებს დაზარალებულისთვის მიყენებულ ზიანს ან დაზარალებული წერილობით უარს განაცხადებს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდაზე/მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №956 – ვებგვერდი, 05.09.2025წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №986 – ვებგვერდი, 17.10.2025წ. თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 ოქტ. 2025
წინა მუხლი 44¹⁰შემდეგი მუხლი 44³

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №43

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-10-17
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 44დაკისრებული მოვალეობის მსჯავრდებულის მიერ შეუსრულებლობა
  • 2არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტები
  • 44⁸შინაპატიმრობის აღსრულების წესი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 28³მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 165⁷მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა
  • 282მსჯავრდებულის ძებნა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 57¹იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა
  • 57³იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 307¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 16უცხო სახელმწიფოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურების ეფექტი საქართველოში მიმდინარე სისხლისსამართლებრივ პროცედურებზე
  • 30უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 77არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28³44244⁸307¹165⁷282163057¹57³7744¹¹
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026