უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 57¹. იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ უცხოელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელად დაენიშნება უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, აღნიშნული სასჯელი შეიძლება აღსრულდეს: ა) უცხოელის მიერ სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე ან მისი ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში; ბ) უცხოელის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი; გ) გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ უცხოელს სასამართლომ პირობითი მსჯავრი დაუნიშნა.

2.უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას განაჩენის ასლთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს.

3.უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად უცხოელი ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში.

4.თუ უცხოელს სასჯელად დაენიშნა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო მისი საქართველოდან გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურას იწყებს უცხოელის მიერ სასჯელის მოხდამდე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე აღნიშნული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არარსებობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურას იწყებს პენიტენციური დაწესებულებიდან სათანადო ინფორმაციის მიღებისთანავე.

6.უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იყენებს ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ უცხოელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელად დაენიშნება უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, აღნიშნული სასჯელი შეიძლება აღსრულდეს: ა) უცხოელის მიერ სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე ან მისი ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში; ბ) უცხოელის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი; გ) გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ უცხოელს სასამართლომ პირობითი მსჯავრი დაუნიშნა. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას განაჩენის ასლთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად უცხოელი ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. 4. თუ უცხოელს სასჯელად დაენიშნა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო მისი საქართველოდან გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურას იწყებს უცხოელის მიერ სასჯელის მოხდამდე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე აღნიშნული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არარსებობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურას იწყებს პენიტენციური დაწესებულებიდან სათანადო ინფორმაციის მიღებისთანავე. 6. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იყენებს ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი  №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 8 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 მარ. 2014 – 8 ივლ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²380¹34421¹²²307¹31¹165⁷186457³57²5173¹57¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…სისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა