დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 44⁹. სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულების წესი

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.

2.იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სასამართლოს განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3.პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აღრიცხვაზე აჰყავს და განუმარტავს მას სასჯელის მოხდის წესებსა და პირობებს.

4.პრობაციის ოფიცერი აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის იარაღთან დაკავშირებული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შესახებ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2398 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 22 ივნ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2007 – 22 ივნ. 2018 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
462827²52¹144²11544¹⁰2527¹30¹199544⁹
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…იარაღის შესახებსქესობრივი თავისუფლები…სისხლის სამართლის საერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა