სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 46. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულდება მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი ორგანო ამ მოთხოვნის შესრულებაზე დათანხმდება.

2.უფლებამოსილი ორგანო, თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაზე უფლებამოსილ შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, გადაწყვეტილებას იღებს საერთაშორისო სასამართლოს თხოვნის შესახებ თავისუფლების აღკვეთის საქართველოში აღსრულების თაობაზე. უფლებამოსილი ორგანო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს.

3.საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით, უფლებამოსილი ორგანო აწვდის მას ნებისმიერ ინფორმაციას საერთაშორისო სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო სასამართლოს შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოაგზავნოს თავისი წარმომადგენელი საქართველოში, რათა მან შეამოწმოს სასჯელის აღსრულების პირობები, შეხვდეს და ესაუბროს მსჯავრდებულს. საერთაშორისო სასამართლოს და მსჯავრდებულის ურთიერთობა ატარებს კონფიდენციალურ ხასიათს.

4.თუ მსჯავრდებულმა დააყენა შუამდგომლობა სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლების, შეწყალების, გასაჩივრების, ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სისხლის სამართლის საქმის წარმოების აღძვრის შესახებ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ასეთი შუამდგომლობები ყველა სხვა აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, დაუყოვნებლივ წარედგინება საერთაშორისო სასამართლოს. მხოლოდ საერთაშორისო სასამართლოა უფლებამოსილი შეამციროს მსჯავრდებული პირის პატიმრობის ვადები ან სხვაგვარად შეუმსუბუქოს მას სასჯელის მოხდა.

5.სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 აპრ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ბეჟაშვილი

სალომე ბეჟაშვილი

ადვოკატი / მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
452820283¹2897051475357³57¹5246
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსიუცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო კერძო სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა