Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებმუხლი 44⁸

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 44⁸. შინაპატიმრობის აღსრულების წესი

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:საავტორო უფლებების დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტების წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.

2.შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტი ექვემდებარება წარმოებაში მიღებას და აღსრულების დაწყებას დაუყოვნებლივ, თუ ამ სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3.შინაპატიმრობით მსჯავრდებულის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის  IV თავის მოქმედება, გარდა 12 1 მუხლისა.

4.შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში მსჯავრდებულზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები.

5.მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს/ადგილობრივი საბჭოს მიერ დადგენილი შინაპატიმრობის დროისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის სხვა მოვალეობების) არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი წარდგინებით მიმართავს განაჩენის გამომტან სასამართლოს.

6.შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

7.შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს.

8.იქ, სადაც შინაპატიმრობის  ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით კონტროლი ტექნიკურად შეუძლებელია, კონტროლი ხორციელდება მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი ვიზიტით, თვეში არანაკლებ ექვსჯერ, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.

9.შინაპატიმრობის აღსრულებისას ამ კანონის 12 1 მუხლით გათვალისწინებული საპატიო პირობების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული თხოვნით, პრობაციის ბიუროს უფროსის წერილობითი ნებართვით მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საცხოვრებლიდან დროებით გასვლის უფლება.

10.შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. ეს საფასური სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და მისი მიზნების მიღწევას და ფუნქციების შესრულებას ხმარდება.

11.შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.

12.მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება: ა) შინაპატიმრობის აღსრულების წესი, პირობები და შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობა; ბ) შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის გადახდის წესი და პირობები; გ) დეპოზიტზე თანხის განთავსების წესი და პირობები.

წინა მუხლი 44⁷შემდეგი მუხლი 44⁹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ონლაინ ავტორის უფლების აღმოჩენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №43

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 2არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტები
  • 44¹¹მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესი
  • 44⁹სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის აღსრულების წესი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 47¹შინაპატიმრობა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 69შინაპატიმრობა
  • 77არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება
  • 75არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 2აღსრულების ქვემდებარე აქტები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶⁶ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი

ამნისტიის შესახებ

  • 14—

ამნისტიის შესახებ

  • 4—

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 178დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფი პირის, მისი საცხოვრებელი ბინისა და სხვა ქონების მეურვეობის ღონისძიებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47¹21⁶⁶212¹244¹¹44⁹17869777541444⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ადმინისტრა…ამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026