Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაქონების ლეგალიზების შესახებმუხლი 6¹

ქონების ლეგალიზების შესახებ

მუხლი 6¹. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზების სხვა საფუძვლები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:დავები და დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ამ კანონით განსაზღვრული წესებისგან განსხვავებით, ქონების ლეგალიზების განმახორციელებელ ორგანოში 2012 წლის 1 აპრილამდე შეტანილ მიწის ნაკვეთის ლეგალიზების შესახებ სარეგისტრაციო განცხადებებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (აგრეთვე ყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის შეცვლილი აქვთ მიზნობრივი დანიშნულება და გადაყვანილი არიან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში) ლეგალიზების საფუძველია 2007 წლის 1 იანვრამდე კანონის დარღვევით შედგენილი: ა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა; გ) მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი; დ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელშიც გაცემის საფუძვლად მითითებულია ამ პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

2.ლეგალიზების საფასური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 15 ლარს.

3.ლეგალიზების საფასური ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

4.ლეგალიზების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელ ი განაჩენი და რომელმაც აანაზღაურა მიყენებული ზიანი.

5.ამ მუხლით დადგენილი წესით ქონების ლეგალიზების შემთხვევაში არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა (დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება) უძრავი ნივთის მესაკუთრისა და ლეგალიზების განმახორციელებელი პირის მიმართ. ამ მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ განთავისუფლდებიან პირები, რომელთა მიმართაც ამავე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის დამზადებისათვის, გამოყენებისათვის და სხვა ქმედებებისათვის გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების აღკვეთის სახით.

6.მიწის ნაკვეთის ლეგალიზების შესახებ სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დოკუმენტაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაგზავნის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შედგენილია 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ.

7.ქონების ლეგალიზება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც გარიგების შედეგად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე.

8.თუ დაინტერესებული პირი ითხოვს ისეთი მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს მიწის ნაკვეთის ლეგალიზებაზე თანხმობის მიღების მიზნით. ამ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება. სარეგისტრაციო წარმოება განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსგან პასუხის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9.ამ მუხლით დადგენილი წესით ქონების ლეგალიზების განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმარ თველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ლეგალიზებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს ახორციელებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

10.მიწის ნაკვეთის ლეგალიზების შესახებ მიეთითება საჯარო რეესტრიდან ამონაწერში.

11.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც უძრავ ქონებაზე არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი/გამოცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4467 - ვებგვერდი, 29.03.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6956 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონით განსაზღვრული წესებისგან განსხვავებით, ქონების ლეგალიზების განმახორციელებელ ორგანოში 2012 წლის 1 აპრილამდე შეტანილ მიწის ნაკვეთის ლეგალიზების შესახებ სარეგისტრაციო განცხადებებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (აგრეთვე ყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, რომელთაცრომლებსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვისმომენტისთვის შეცვლილი აქვთ მიზნობრივი დანიშნულება და გადაყვანილი არიან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში) ლეგალიზების საფუძველია 2007 წლის 1 იანვრამდე კანონის დარღვევით შედგენილი: ა) მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა; გ) მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი; დ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელშიც გაცემის საფუძვლად მითითებულია ამ პუნქტის „ა“–„გ“„ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 2. ლეგალიზების საფასური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 15 ლარს. 3. ლეგალიზების საფასური ჩაირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისმუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 4. ლეგალიზების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელიგამამტყუნებელ ი განაჩენი და რომელმაც აანაზღაურა მიყენებული ზიანი. 5. ამ მუხლით დადგენილი წესით ქონების ლეგალიზების შემთხვევაში არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა (დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება) უძრავი ნივთის მესაკუთრისა და ლეგალიზების განმახორციელებელი პირის მიმართ. ამ მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ განთავისუფლდებიან პირები, რომელთა მიმართაც ამავე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის დამზადებისათვის, გამოყენებისათვის და სხვა ქმედებებისათვის გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი თავისუფლების აღკვეთის სახით. 6. მიწის ნაკვეთის ლეგალიზების შესახებ სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დოკუმენტაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაგზავნის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შედგენილია 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ. 7. ქონების ლეგალიზება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც გარიგების შედეგად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე. 8. თუ დაინტერესებული პირი ითხოვს ისეთი მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულისსახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობისსახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს მიწის ნაკვეთის ლეგალიზებაზე თანხმობის მიღების მიზნით. ამ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება. სარეგისტრაციო წარმოება განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსაგანორგანოსგან პასუხის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. ამ მუხლით დადგენილი წესით ქონების ლეგალიზების განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობისმმარ თველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ლეგალიზებასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს ახორციელებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 10. მიწის ნაკვეთის ლეგალიზების შესახებ მიეთითება საჯარო რეესტრიდან ამონაწერში. 11. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც უძრავ ქონებაზე არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი/გამოცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4467 - ვებგვერდი, 29.03.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6956 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
  2. 1 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 29 მარ. 2011
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სოფლის მიწის დავებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2020-07-15 · №4

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2020-07-28
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ქონების ლეგალიზების შესახებ

  • 5ქონების ლეგალიზების წესი

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 17სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები
  • 16(ამოღებულია)

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 34მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 17³მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის შეცვლა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 55⁵ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა
  • 51³სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 7მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 14გარდამავალი დებულებანი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

  • 15სპეციალურ და ღია აუქციონებზე გატანილი მიწის ნაკვეთის გასაყიდი საწყისი ფასი
  • 18გარდამავალი დებულებანი

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 6საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1463517³151855⁵51³34171676¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსქონების ლეგალიზების შე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს დედაქალაქი…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს ადმინისტრა…მიწის მიზნობრივი დანიშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020