Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებმუხლი 30

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 30

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 5 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საერთაშორისო, სახელმწიფოთაშორისი და გამარტივებული სასაზღვრო გამტარი პუნქტები იხსნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე.

2.სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნა ხდება შესაბამისი შენობა-ნაგებობების მშენებლობის დამთავრების, სათანადოდ აღჭურვისა და მათი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემის შემდეგ. სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიღება-ჩაბარება ხორციელდება კომისიურად.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა და აღჭურვა ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი შესაბამისი სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისა და დაინტერესებული უწყებების ხარჯზე, ოფისის ხარჯების, როგორიცაა: ელექტროენერგიის (მათ შორის, ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით საწვავის შეძენა), წყლის, ბუნებრივი აირის, გათბობის მიზნით საწვავის შეძენის და შენობა-ნაგებობებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა-დასუფთავების ხარჯების დაფინანსება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო კავშირგაბმულობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და სხვა დაინტერესებული უწყებების ხარჯზე.

4.სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება დადგენილი წესის შესაბამისად.

5.სასაზღვრო გამტარი პუნქტის სახელი, როგორც წესი, ემთხვევა დასახლებული პუნქტის სახელს.

6.სასაზღვრო გამტარ პუნქტში ყველა სამსახურის მუშაობას კოორდინირებას უწევენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციიდან გამომდინარე მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა.

7.სასაზღვრო გამტარი პუნქტის ტერიტორიაზე აკრძალულია ისეთი ნაგებობების მშენებლობა, რომელთა დანიშნულება არ ემსახურება სასაზღვრო სამსახურის შესრულებას.

8.სასაზღვრო გამტარ პუნქტში ყველა ორგანო ვალდებულია დროულად გააფორმოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურები, ამასთან ტრანსპორტის გაფორმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი მოძრაობის განრიგით განსაზღვრულ დროს.

9.ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ განრიგს საქართველოს სატრანსპორტო ორგანოები ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით.

წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-08-05 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2⁷—
  • 2⁸—

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 30სასაზღვრო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში
  • 13საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა
  • 16სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლის, ყოფნისა და იქიდან გამოსვლის, აგრეთვე საქონლის შემოტანა- გატანის წესი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 12სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება
  • 4საქართველოში შემოსვლა

პოლიციის შესახებ

  • 55პოლიციის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 8შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 157საქონლის გატანისას განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 109თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18⁴სახელმწიფო ხაზინა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30131618⁴552⁷2⁸124157109830
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…უცხოელთა და მოქალაქეობ…პოლიციის შესახებსატელეკომუნიკაციო ინფრ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 აგვ. 2026