Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებმუხლი 2⁷

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 2⁷

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 5 აგვ. 2026
თემები:საავიაციო ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლა, ყოფნა და იქიდან გამოსვლა, საქონლის შემოტანა-გატანა ხორციელდება საშვებით სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში, რომელთაც გასცემს აეროპორტის, აეროდრომის, ნავსადგურის, რკინიგზის, საავტომობილო სამსახურებისა და სხვა სახის ტრანსპორტის ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით.

2.სატრანსპორტო საშუალებათა დგომის ხანგრძლივობასა და ადგილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტთან შეთანხმებით განსაზღვრავს აეროპორტის, აეროდრომის, ნავსადგურის რკინიგზის, საავტომობილო სადგურებისა და სხვა სახის ტრანსპორტის ადმინისტრაცია.

3.სატრანსპორტო საშუალებებთან პირთა დაშვება სასაზღვრო და სხვა სახის კონტროლის წარმოების პერიოდში იზღუდება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - იკრძალება.

4.სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოდან მიმავალ ან საქართველოში მომავალ სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრების ჩასხდომა ან გადმოსხდომა, ასევე ტვირთის, ბარგისა და ფოსტის დატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის ნებართვით.

5.სატრანსპორტო საშუალებათა შესაბამისი უფლებამოსილი პირები ან სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით საბაჯო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით ვალდებული არიან გახსნან დალუქული (დაბეჭდილი) ვაგონები, ავტომანქანები, ტრიუმები და სატრანსპორტო საშუალებათა სხვა სათავსები, აგრეთვე გადასაზიდი ტვირთი, რაზედაც დგება სათანადო აქტი.

6.სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება, დგომის ადგილის შეცვლა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის ნებართვით.

7.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ნუსხასაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წერილობით აწვდის ნავსადგურის ადმინისტრაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, აქვთ ნავსადგურის ტერიტორიაზე საშვების გარეშე შესვლის, ყოფნისა და გამოსვლის უფლება  დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 2⁸

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აეროპორტის რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-08-05 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 14—
  • 30—
  • 25—

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 16სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლის, ყოფნისა და იქიდან გამოსვლის, აგრეთვე საქონლის შემოტანა- გატანის წესი
  • 30სასაზღვრო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში
  • 14კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 157საქონლის გატანისას განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 71საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა/გადატანა
  • 29საბაჟო კონტროლის ზონა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 12სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება
  • 4საქართველოში შემოსვლა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1630141814302512415771292⁷
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს საბაჟო კოდ…სახელმწიფო საზღვრის რე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 5 აგვ. 2026